„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს №21-85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს №21-85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 14-87
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/09/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.101.017022
14-87
09/09/2022
ვებგვერდი, 12/09/2022
010260050.35.101.017022
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს №21-85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14-87

2022 წლის 9 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს №21-85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს №21-85 დადგენილებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 14.08.2015 წ. სარეგისტრაციო კოდი: 010260050.35.101.016199) და დადგენილებით დამტკიცებულის წესის:

) მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

„მუხლი 31. სარეაბილიტაციო არეალში მდებარე უძრავი ქონების განვითარების შედეგად წარმოქმნილი ფართების პრივატიზება“

1. თუ სარეაბილიტაციო არეალში მდებარე მრავალბინიანი სახლის განვითარებისას შენობის საერთო ფართობი გაზრდილია 5 პროცენტზე მეტით ისე, რომ გაზრდილი ფართობი იზოლირებულია და მისი დამოუკიდებლად ფუნქციონირება შესაძლებელია, გაზრდილი ფართობი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად, ამ მუხლით განსაზღვრული წესით, მისი შესაბამისი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობისათვის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების პირობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობის აღსრულების მიზნებისთვის, რეაბილიტაციის განმახორციელებელ სუბიექტს, შესაბამის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობასა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმდება შეთანხმება (შემდგომში - „შეთანხმება“), რომელიც ექვემდებარება რეგისტრაციას საჯარო რეესტრში.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული შესაბამისი უძრავი ქონების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) წლის ვადაში  შესაბამისი ამხანაგობის მიმართვის შემთხვევაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი  ზემოაღნიშნულ უძრავი ქონებას, პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების გზით, საკუთრებაში გადასცემს აღნიშნულ ამხანაგობას. ასეთ შემთხვევაში, ნასყიდობის საფასურად განისაზღვრება სსიპ – ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შესაბამისი უძრავი ქონებისთვის განსაზღვრული საბაზრო ღირებულების არაუმეტეს 70 %.

4. ამ მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული, სსიპ  ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით დადგენილი ღირებულება შესაძლებელია გადაფასდეს შესაბამის უძრავ ქონებაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან არაუადრეს 1 (ერთი) წლის ვადაში.

5. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ამ მუხლით გათვალისწინებული ფართ(ებ)ის ამავე მუხლის შესაბამისად საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს არ მიმართავს ამავე ფართებზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან  1 (ერთი) წლის ვადაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობა გაუქმდება ავტომატურად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის გარეშე, საჯარო რეესტრისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ცალმხრივი მიმართვის გზით და უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული დარჩება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლება უფლებრივად უნაკლო მდგომარეობით.

6. პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებასთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან  არაუგვიანეს 3 (სამი) თვის ვადაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის ან მისი ხელმოწერის აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობა გაუქმდება ავტომატურად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის გარეშე, საჯარო რეესტრისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ცალმხრივი მიმართვის გზით და უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული დარჩება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლება უფლებრივად უნაკლო მდგომარეობით.

7. ამ მუხლის მიზნებისთვის, „სარეაბილიტაციო არეალი“ მოიცავს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სარეაბილიტაციო არეალის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 9 დეკემბრის №16-37 დადგენილებით განსაზღვრულ არეალს.

) მე-13 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 მუხლი:

„მუხლი 14. გარდამავალი დებულებები

ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის 31 მუხლი გავრცელდეს სარეაბილიტაციო არეალში მდებარე უძრავი ქონების განვითარების შედეგად 2019 წლის 20 დეკემბრამდე წარმოქმნილ ფართებზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე