დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ცალკეულ დევნილ ვეტერანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 4 ივლისის №01-52/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-83/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/09/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/09/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.017011 |
|
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ცალკეულ დევნილ ვეტერანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 4 ივლისის №01-52/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ცალკეულ დევნილ ვეტერანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 4 ივლისის №01-52/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 05.07.2019, 470230000.22.035.016620) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის („საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ცალკეულ დევნილ ვეტერანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“):
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ წესის შესაბამისად არ განიხილება იმ ომის ვეტერან დევნილთა ოჯახების განაცხადები, რომლებსაც, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და სათანადო ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ომის ვეტერან დევნილთა ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის, იმ ომის ვეტერან დევნილთა ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)მა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი ან უარი განაცხადეს ამ წესით გათვალისწინებული კენჭისყრისას ან მის შემდგომ, შესაბამისი საორიენტაციო სტანდარტის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.“. 2. მე-3 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. თუ დევნილი ოჯახი, ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული კენჭისყრისას ან მის შემდგომ, განაცხადებს უარს, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტებით გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ან ხელს არ მოაწერს ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ თანხმობას, დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერს დევნილი ოჯახი და/ან სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილი პირი.“. 3. მე-3 მუხლის 22-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) არაუმეტეს 600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი ერთ კვადრატულ მეტრზე − ქ. თბილისში;“. |
| მუხლი 2 |
ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ვრცელდება, მის ძალაში შესვლამდე, სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულ ადმინისტრაციულ დაპირებებზე, გარდა იმ ადმინისტრაციული დაპირებებისა, რომელთა საფუძველზეც კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი ხელშეკრულებები გაფორმებულია.
|
მუხლი 3.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები