ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრაანში მდებარე უსახელო ქუჩისთვის საქართველოს ტერიტორიული ბრძოლის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კაკო ბობოქაიძის სახელის მინიჭების შესახებ

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრაანში მდებარე უსახელო ქუჩისთვის საქართველოს ტერიტორიული ბრძოლის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კაკო ბობოქაიძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/09/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.162.016010
29
07/09/2022
ვებგვერდი, 12/09/2022
000000000.00.162.016010
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრაანში მდებარე უსახელო ქუჩისთვის საქართველოს ტერიტორიული ბრძოლის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კაკო ბობოქაიძის სახელის მინიჭების შესახებ
ახმეტის მუნიციპალიტეტი
ხმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №29

2022 წლის 7 სექტემბერი

ახმეტა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრაანში  მდებარე  უსახელო  ქუჩისთვის საქართველოს ტერიტორიული ბრძოლის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კაკო ბობოქაიძის  სახელის მინიების  შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 62-ე მუხლის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ მე-7 მუხლის მე-13-მე-17 პუნქტების შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 

:

1. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრაანში არსებულ ცენტრალურ ქუჩას ეწოდოს საქართველოს ტერიტორიული ბრძოლის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კაკო ბობოქაიძის სახელი (თანდართული რუკის თანახმად).

2. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

3. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე და ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

4. განკარგულება ასევე გაეგზავნოს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიას და საჯაროდ გამოქვეყნდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე akhmeta.gov.ge.

5. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების და ფირნიშების დამზადება).

6. განკარგულების გასაჩივრება შეიძლება კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თელავის რაიონულ სასამართლოში (ქ. თელავი, აღმაშენებლის ქ. №41).

 

 ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

თავმჯდომარე                                                                                   იოსები ქარუმაშვილი