ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდის ცენტრალური ქუჩისთვის ალავერდის მონასტრის დამაარსებლის იოსებ ალავერდელის სახელის მინიჭების შესახებ

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდის ცენტრალური ქუჩისთვის ალავერდის მონასტრის დამაარსებლის იოსებ ალავერდელის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/09/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.162.016005
38
07/09/2022
ვებგვერდი, 12/09/2022
000000000.00.162.016005
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდის ცენტრალური ქუჩისთვის ალავერდის მონასტრის დამაარსებლის იოსებ ალავერდელის სახელის მინიჭების შესახებ
ახმეტის მუნიციპალიტეტი

ა ხმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება № 38

2022 წლის 7 სექტემბერი

ქ . ახმეტა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდის ცენტრალური ქუჩისთვის ალავერდის მონასტრის დამაარსებლის იოსებ ალავერდელის სახელის მინი ჭ ების შესახებ  

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 62-ე მუხლის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ მე-7 მუხლის მე-13-მე-17 პუნქტების შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში არსებულ ცენტრალურ ქუჩას ეწოდოს ალავერდის მონასტრის დამაარსებლის იოსებ ალავერდელის სახელი (თანდართული რუკის თანახმად).

2. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

3. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე და ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

4. განკარგულება ასევე გაეგზავნოს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიას და საჯაროდ გამოქვეყნდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე akhmeta.gov.ge.

5. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების და ფირნიშების დამზადება).

6. განკარგულების გასაჩივრება შეიძლება კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თელავის რაიონულ სასამართლოში (ქ. თელავი, აღმაშენებლის ქ. №41).

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

თავმჯდომარე                                                                                                    იოსები ქარუმაშვილი