“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 11 თებერვლის №2-30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ”

  • Word
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 11 თებერვლის №2-30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 2-150
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
მიღების თარიღი 28/05/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 54, 09/06/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 20/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.11.113.005.858
  • Word
2-150
28/05/2003
სსმ, 54, 09/06/2003
340.170.000.11.113.005.858
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 11 თებერვლის №2-30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ”
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.11.113.005.858

საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის მინისტრის

ბრძანება №2-150

2003 წლის 28 მაისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ სამტრესტის” დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 11 თებერვლის №2-30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

1. შეტანილი იქნეს ცვლილება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ სამტრესტის” დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 11 თებერვლის  2-30 ბრძანებაში (ს მ III, 18.02.2003წ., № 13, მუხლი 126) და დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. „სამტრესტის” მართვა და წარმომადგენლობა

1. სამტრესტის” მართვის უმაღლესი კოლეგიური ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო (შემდგომში საბჭო”).

2. საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას და თავმჯდომარეს ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი.

3. საბჭოს იმ წევრთა საქმიანობა, რომლებიც არ არიან საჯარო სამსახურის მოსამსახურეები ექვემდებარება ანაზღაურებას.

4. სამეთვალყურეო საბჭო:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამტრესტი ” საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განხორციელებას;

ბ) განიხილავს სამტრესტის” წლიურ ბიუჯეტს და  დასამტკიცებლად წარუდგენ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო);

გ) ამტკიცებს სამტრესტის” სამუშაო გეგმებისა და მათგან გამომდინარე ნებისმიერ ცვლილებებს;

დ) განიხილავს სამტრესტის” საქმიანობის წლიურ და კვარტალურ ანგარიშებს, შემოსავალ-გასავლის ბალანსის ბიუჯეტის პროექტს და წარუდგენს სამინისტროს დასამტკიცებლად;

ე) განახორციელებს სამტრესტის საქმიანობის მონიტორინგს;

ვ) ამტკიცებს ერთჯერად ფინანსურ ხარჯებს, რომელიც აღემატება სამტრესტის” გენერალური დირექტორის კომპეტენციას.

5. საბჭოს სხდომები იმართება სამ თვეში ერთხელ. რიგგარეშე სხდომა შეიძლება გაიმართოს საბჭოს თავმჯდომარის, საბჭოს წევრთა უმრავლესობის ან სამტრესტის” გენერალური დირექტორის მოთხოვნით.

6. საბჭო უფლებამოსილია გამართოს სხდომები წევრთა 2/3-ზე მეტის დასწრების შემთხვევაში. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება წ ვრთა შეთანხმების საფუძველზე, კონსესუსის მიუღწევლობის შემთხვევაში იმართება კენჭისყრა, რომლის დროსაც გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში თავმჯდომარის ხმას ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა.

7. საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე და წევრები.

8. სამტრესტს” ერთპიროვნულად ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი.

9. გენერალური დირექტორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სათანადო უმაღლესი განათლება და დარგში მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი.

10. გენერალურ დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გენერალური დირექტორი.

11. გენერალური დირექტორი:

ა) დამოუკიდებლად ახორციელებს სამტრესტის” საერთო ხელმძღვანელობას და პერსონალურად აგებს პასუხს წინამდებარე დებულებით განსაზღვრული სამტრესტის” ფუნქციების შესრულებასა და მის საქმიანობის სწორად წარმართვაზე;

ბ) მოქმედებს სამტრესტის” სახელით, მინდობილობის გარეშე წარმოადგენს სამტრესტს” სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს სამტრესტის” უფლებამოსილების, საქმიანობისა და ფუნქციების განსახორციელებლად. გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, მის კომპეტენციის ფარგლებში ითანხმებს ახალი პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიურ ინსტრუქციებს;

დ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს სამტრესტის” საშტატო განრიგსა და ხელფასის ფონდს. სესხის აღებისა და თავდებობის საკითებს, აგრეთვე სამტრესტის” ქონებასთან დაკავშირებულ სხვა გადაწყვეტილებებს, რომლებიც სცილდებიან ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. სესხის აღებასა და თავდებობასთან დაკავშირებით საკითხებს აგრეთვე უთანხმებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს;

ე) დამოუკიდებლად დებს კონტრაქტებს, რომელთა საერთო ღირებულება არ აღემატება წლიური ბიუჯეტის 10 პროცენტს. წლიური ბიუჯეტის 10 პროცენტზე მეტი ღირებულების კონტრაქტების დადებისათვის საჭიროა სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა;

ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამტრესტის” მუშაკებს, განსაზღვრავს მათ ფუნქციებსა და პასუხისმგებლობას;

ზ) საჭიროების შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით ქმნის სპეციალისტთა კომისიებს.

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

12. სამტრესტის” გენერალური დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მოადგილე, რომელსაც ნიშნავს გენერალური დირექტორი.

13. სამტრესტი ” სამეთავლყურეო საბჭოს წევრებთან, გენერალურ დირექტორთან და სხვა მოსამსახურეებთან ფორმდება შრომითი ხელშეკრულება კანონმდებლობით დადგენილი წესით.”.

2. დაევალოს სამინისტროს აპარატს უზრუნველყოს ბრძანების იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაცია და საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნება.

3. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს მინისტრის მოადგილეს ბატონ დავით გრიგოლიას.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. კირვალიძე