დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1767-IXმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 09/09/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/09/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 010190030.06.001.016083 |
|
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) დაემატოს შემდეგი შინაარსის 2283 მუხლი:
„მუხლი 2283. საქართველოს სახალხო დამცველის არჩევის დროებითი წესი 1. 2022 წელს საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე კანდიდატურები პარლამენტს წარედგინება ამ მუხლითა და პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით. 2. პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანებით ქმნის შეფასების სამუშაო ჯგუფს, რომელიც შედგება 9 წევრისგან − სამოქალაქო საზოგადოების (მათ შორის, პროფესიული და აკადემიური წრეების) წარმომადგენლებისგან. შეფასების სამუშაო ჯგუფის შექმნამდე პარლამენტის თავმჯდომარე ატარებს კონსულტაციებს რეგლამენტით გათვალისწინებულ საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატურის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებთან. 3. შეფასების სამუშაო ჯგუფის მიზანია საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველ პირთა შეფასება. შეფასების სამუშაო ჯგუფი არ შეაფასებს მხოლოდ იმ პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან რომელმაც შესაბამისი განცხადება საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევით შეიტანა. 4. შეფასების სამუშაო ჯგუფი საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველ პირებს აფასებს შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: კეთილსინდისიერება, მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა, მაღალი რეპუტაციის, სათანადო პროფესიული ცოდნისა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკული გამოცდილების ქონა. 5. რეგლამენტით გათვალისწინებული საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატურის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტი პარლამენტს წარუდგენს ერთ ან ერთზე მეტ კანდიდატურას იმ პირთაგან, რომლებმაც მიმართეს პარლამენტს საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველ პირთა შეფასების პროცესში მონაწილეობის მისაღებად. 6. პარლამენტი საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატების განხილვას დაიწყებს, თუ დასახელებული კანდიდატების რაოდენობა 7-ზე ნაკლები არ იქნება. სხვა შემთხვევაში შესაბამისი პროცედურები თავიდან დაიწყება.“. მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 9 სექტემბერი 2022 წ. N1767-IXმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები