ზოგიერთი საჯარო სკოლისათვის საშუალო საფეხურის დამატებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 103/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 14/09/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.018210
103/ნ
14/09/2022
ვებგვერდი, 15/09/2022
040030000.22.022.018210
ზოგიერთი საჯარო სკოლისათვის საშუალო საფეხურის დამატებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ზოგიერთი საჯარო სკოლისათვის საშუალო საფეხურის დამატებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №103/ნ

2022 წლის 14 სექტემბერი

ქ. თბილისი

ზოგიერთი საჯარო სკოლისათვის საშუალო საფეხურის დამატებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
დაემატოს საშუალო საფეხური:

ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ - სსიპ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ კორტანეთის საჯარო  სკოლას;

ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ - სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლას.

მუხლი 2
შეტანილ იქნეს ცვლილება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებაში (სსმ, 112, 26/09/2005) და ბრძანების:

ა) პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №2-ით გათვალისწინებული:

ა.ა)  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების მე-7 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,

7

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ კორტანეთის საჯარო სკოლა

სოფელი კორტანეთი

დაწ-საბ-საშ

“;

ა.ბ)  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების მე-16 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,

16

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლა

სოფელი მუღანლო

დაწ-საბ-საშ

“;

ბ) 21 პუნქტით დამტკიცებული დანართი N9-ით გათვალისწინებული 291-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,

291

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – ქალაქ საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლა

აზერბაიჯანული/

ქართული

დაწ-საბ-საშ

აზერბაიჯანული/

ქართული

".

მუხლი 3
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულმა – სსიპ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ კორტანეთის საჯარო სკოლამ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულმა – სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლამ ავტორიზაციის მოპოვების შემთხვევაში განახორციელონ მოსწავლეების მიღება საშუალო საფეხურზე.
მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი