დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ზოგიერთი საჯარო სკოლისათვის საშუალო საფეხურის დამატებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 103/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/09/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/09/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.018210 |
|
ზოგიერთი საჯარო სკოლისათვის საშუალო საფეხურის დამატებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დაემატოს საშუალო საფეხური:
ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ - სსიპ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ კორტანეთის საჯარო სკოლას; ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ - სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლას. |
| მუხლი 2 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებაში (სსმ, 112, 26/09/2005) და ბრძანების:
ა) პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №2-ით გათვალისწინებული: ა.ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების მე-7 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,
“; ა.ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების მე-16 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,
“; ბ) 21 პუნქტით დამტკიცებული დანართი N9-ით გათვალისწინებული 291-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,
". |
| მუხლი 3 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულმა – სსიპ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ კორტანეთის საჯარო სკოლამ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულმა – სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლამ ავტორიზაციის მოპოვების შემთხვევაში განახორციელონ მოსწავლეების მიღება საშუალო საფეხურზე. |
| მუხლი 4 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები