საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1808-IXმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/09/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.020613
1808-IXმს-Xმპ
09/09/2022
ვებგვერდი, 23/09/2022
200000000.05.001.020613
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

„მუხლი 71. საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან გახსნილი საგადახდო ანგარიშის მიმართ მოთხოვნები

1. „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან გახსნილი გადასახადის გადამხდელის საგადახდო ანგარიშის მიმართ ვრცელდება ამ კოდექსის 54-ე მუხლით, 71-ე მუხლით, 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, 241-ე მუხლის მე-7, მე-8, მე-10 და მე-11 ნაწილებითა და 243-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით საბანკო დაწესებულებისთვის საბანკო ანგარიშის მიმართ განსაზღვრული დებულებები, თუ მან ელექტრონული ფულის სქემაში იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ჩართო, როგორც გადამხდელი.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ შესაბამისი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მის მიმართ შესაბამისად ვრცელდება ამ კოდექსის 283-ე მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებლობები.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისთვის საგადასახადო ორგანო ეყრდნობა „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის 112 პუნქტის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ჩამონათვალს.“.

2. 70-ე მუხლის:

ა) 31 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 32−36 ნაწილები:

„32. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმებისას (ამ შემოწმების ფარგლებში) ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიმართვის საფუძველზე საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან გამოითხოვოს პირის შესახებ „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლით გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაცია. ამ ინფორმაციას საგადასახადო ორგანო გამოითხოვს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

33. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმებისას (ამ შემოწმების ფარგლებში) ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიმართვის საფუძველზე საბროკერო კომპანიისგან, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარისგან, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისგან გამოითხოვოს პირის შესახებ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაცია. ამ ინფორმაციას საგადასახადო ორგანო გამოითხოვს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

34. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმებისას (ამ შემოწმების ფარგლებში) ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიმართვის საფუძველზე აქტივების მმართველი კომპანიისგან, საინვესტიციო კომპანიისგან გამოითხოვოს პირის შესახებ „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაცია. ამ ინფორმაციას საგადასახადო ორგანო გამოითხოვს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

35. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმებისას (ამ შემოწმების ფარგლებში) ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიმართვის საფუძველზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან გამოითხოვოს პირის შესახებ „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაცია. ამ ინფორმაციას საგადასახადო ორგანო გამოითხოვს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

36. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმებისას (ამ შემოწმების ფარგლებში) ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიმართვის საფუძველზე სესხის გამცემი სუბიექტისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტისგან გამოითხოვოს პირის შესახებ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 502 და 522 მუხლებით გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაცია. ამ ინფორმაციას საგადასახადო ორგანო გამოითხოვს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საგადასახადო ორგანო არ არის უფლებამოსილი, ამ მუხლის მე-3 და 32−36 ნაწილებით გათვალისწინებული ინფორმაცია გადასცეს ამ კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პირებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინფორმაცია გადაეცემა სხვა სახელმწიფოს კომპეტენტურ (უფლებამოსილ) ორგანოს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე.“.

3. 241-ე მუხლის 101 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„101. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი, სპეციალური მმართველი ან „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდატორი უფლებამოსილია ყადაღადადებული ანგარიშები/საგადახდო ანგარიშები „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომერციულ ბანკში, სხვა რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერში ან/და საქართველოს ეროვნულ ბანკში გადაიტანოს.“.

4. 243-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი, სპეციალური მმართველი ან „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდატორი უფლებამოსილია ის ანგარიშები/საგადახდო ანგარიშები, რომლებზედაც საგადასახადო ორგანოს მიერ წარდგენილია საინკასო დავალება, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომერციულ ბანკში, სხვა რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერში ან/და საქართველოს ეროვნულ ბანკში გადაიტანოს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 ნოემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

9 სექტემბერი 2022 წ.

N1808-IXმს-Xმპ