„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1799-IXმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/09/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 220010000.04.001.018033
1799-IXმს-Xმპ
09/09/2022
ვებგვერდი, 23/09/2022
220010000.04.001.018033
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „ჰ6“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ​6) ადმინისტრატორი – კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორატის წევრი ან/და სხვა პირები, რომლებსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ აქვთ კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმიანობების დაგეგმვის, მართვის ან/და კონტროლის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა, და რომელთა შესაბამისი პოზიციების ჩამონათვალს ამტკიცებს კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭო, ასევე საფინანსო სექტორის სხვა წარმომადგენლის შემთხვევაში − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დირექტორატის წევრი, აგრეთვე პირი, რომელიც უფლებამოსილია დამოუკიდებლად ანდა ერთ ან რამდენიმე პირთან ერთად საფინანსო სექტორის წარმომადგენლის სახელით აიღოს ვალდებულებები;“.

2.  49-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„ა) ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების საქმიანობას. ზედამხედველობა ითვალისწინებს ლიცენზიების, მათ შორის, კომერციული ბანკისთვის პირობითი ლიცენზიის გაცემასა და გაუქმებას, შემოწმებასა და რეგულირებას, წერილობითი მითითებების გაცემას, დამატებითი მოთხოვნებისა და შეზღუდვების დაწესებას, საზედამხედველო ზომებისა და სანქციების გამოყენებას;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ და „ვ2“ ქვეპუნქტები:

„ვ1) კომერციული ბანკისათვის პირობითი ლიცენზიის გაცემისას, რისკების შემცირების მიზნით, განსაზღვროს შესაბამისი შეზღუდვები ან/და ინდივიდუალური/დამატებითი მოთხოვნები, მათი სრულად დაკმაყოფილების ეტაპები და ვადები; ასევე პირობითი ლიცენზიის გაცემის წესი და პირობები;

2) „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, გამონაკლის შემთხვევებში, კომერციული ბანკის ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის გარეშე გასცეს პირობითი თანხმობა კომერციული ბანკის ადმინისტრატორის დანიშვნის თაობაზე და განსაზღვროს ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის ვადა არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

9 სექტემბერი 2022 წ.

N1799-IXმს-Xმპ