დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | ხობის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 09/09/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/09/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/10/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.106.016395 |
|
„ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №45 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31.10.2017 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.106.016253) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ვ“ და „ა.ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ვ) ამ დებულებით დადგენილი წესით ახდენს მერიის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის „ა.ა“ – „ა.გ“, „ბ.ა“ – „ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს; ახდენს მერიის თანამდებობის პირებისთვის, სხვა მოხელეებისთვის ან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისთვის უფლებამოსილების დელეგირებას კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ა.ზ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს მერიის მოხელეთა წახალისებისა და მერიის მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ;“; |
ბ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ე“ ქვეპუნქტი:
„ბ.ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის შემმუშავებელი ერთობლივი საბჭოს შემადგენლობასა და დებულების პროექტს;“; |
გ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.მ“ ქვეპუნქტი:
„დ.მ) ახორციელებს „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს;“; |
დ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამსახურის უფროსის არყოფნის, ან მისი მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას მერის დავალებით ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი, ან სამსახურის მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი ერთ-ერთი მოხელე, ამ დებულების 23-ე მუხლის პირველი-მე-6 პუნქტებით, შესაბამისი სამსახურის დებულებით ან/და მერიის შინაგანაწესით განსაზღვრული წესით.“; |
ე)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახური;“; |
ვ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:
„ი) ზედამხედველობის სამსახური.“; |
ზ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტში ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრა და განხორციელება, ამ მიზნით საჭირო ინვესტიციების მოზიდვა, ეკონომიკური საქმიანობის მარეგულირებელი წესების შემუშავება, ეკონომიკური განვითარების სტრატეგიებისა და მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, წინადადებების შემუშავება მუნიციპალიტეტის ქონების მართვის, სოფლის მეურნეობის, სატრანსპორტო რეგულირების, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და სხვა სახის ეკონომიკური აქტივობების შესახებ და მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად მათ აღსრულებას. 4. ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარებისთვის წინადადებების, პროგრამების და პროექტების შემუშავება და მათი განხორციელება, მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავება, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადება.“; |
თ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფა, ფინანსების მართვის გაუმჯობესება, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერება, მიზნობრიობის დაცვა და ეფექტიანობის გაზრდა, მათთვის მიკუთვნებული უფლებამოსილებების განხორციელების ეფექტურობის შესწავლა და ანალიზი, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით დადგენილი ვალდებულებების შესრულების ინსპექტირება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დისციპლინური წარმოება.“; |
ი)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:
81. ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო/სანებართვო პირობების შესრულების, მშენებლობის უსაფრთხოების, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულებაზე საჯარო ზედამხედველობა, უნებართვო მშენელობის ან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით განხორციელებული მშენებლობის გამოვლენა და სათანადო რეაგირება სამშენებლო სამართალდარღვევებზე, აგრეთვე - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, საქართველოს საარჩევნო კოდექსით და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საქმისწარმოების განხორციელება; ზედამხედველობა მუნციპალიტეტის იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე, მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესების დაცვაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების დაცვაზე, მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის დაცვაზე და სამშენებლო ობიექტზე დასუფთავების წესების დაცვაზე, აგრეთვე - მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზედამხედველობა. |
კ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; |
ლ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; |
მ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; |
ნ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების 21-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სამსახურში მიღებისას პირმა (მათ შორის, სხვა საჯარო დაწესებულებიდან მოხელის მობილობის წესით მერიაში გადმოყვანისას მობილობისთვის დადგენილი პროცედურების საფუძველზე დასანიშნად შერჩეულმა პირმა) მერს უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) „სახელმწიფო მოსამსახურეებისა და საჯარო მოსამსახურეების ნარკოლოგიური შემოწმებისა და შესაბამისი ცნობის გაცემის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 20 სექტემბრის №01-60/ნ ბრძანებით განსაზღვრული ნარკოლოგიური შემოწმების 2 ფორმის ცნობა, რომელთაგან ერთში აღნიშნულია, რომ არ დასტურდება/დასტურდება პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი, ხოლო მეორე ადასტურებს/არ ადასტურებს, რომ პირი არ იმყოფება ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ; ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამხედროვალდებული მოქალაქეებისთვის); ვ) ფოტოსურათი 3X4 – 2 ცალი (კომპაქტურ დისკთან ერთად, ფოტოსურათის ელექტრონული ვერსიით).“; |
ო)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) დამატებითი ფუნქციების შესრულება - მერის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული ვადით;“; |
პ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) დროებითი შრომისუუნარობის დროს, რაც დასტურდება შესაბამისი საავადმყოფო ფურცლის, ან სათანადო ცნობის საფუძველზე;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 ოქტომბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები