დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | ხობის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 09/09/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/09/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/10/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.106.016398 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №48 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 31.10.2017 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.106.016256) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახური (შემდგომ - სამსახური) წარმოადგენს ხობის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ - მერია) სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს ხობის მუნიციპალიტეტში (შემდგომ - მუნიციპალიტეტი) ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრას და განხორციელებას, ამ მიზნით საჭირო ინვესტიციების მოზიდვას, ეკონომიკური საქმიანობის მარეგულირებელი წესების შემუშავებას, ეკონომიკური განვითარების სტრატეგიებისა და მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებას, წინადადებების შემუშავებას მუნიციპალიტეტის ქონების მართვის, სოფლის მეურნეობის, სატრანსპორტო რეგულირების, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და სხვა სახის ეკონომიკური აქტივობების შესახებ და მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად მათ აღსრულებას.“; |
ბ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნას და განახლებას; კ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას; წინადადებების, დასკვნების, რეკომენდაციების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისთვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე, მუნიციპალური ქონებით სარგებლობის და განკარგვის საკითხებზე, მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე; მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისთვის აუქციონის ორგანიზებას და ჩატარებას; ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე;“; |
გ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებას; შესაბამისი პროფილით მოქმედი მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაციას;“; |
დ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ეკონომიკური განვითარების განყოფილება; ბ) მუნიციპალური ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების და ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილება.“; |
ე)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. ეკონომიკური განვითარების განყოფილება ეკონომიკური განვითარების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელი წინადადებების შემუშავებას, ამ მიზნებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვას და კოორდინაციას მისი განხორციელებისას; ბ) ეკონომიკური განვითარებისთვის სახელმწიფო პოლიტიკის, პროგრამების და პროექტების ხელშეწყობას; გ) საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობას და დაინტერესებულ პირთა საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფას; დ) ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებას და ანალიზს, სათანადო დასკვნების და რეკომენდაციების შემუშავებას; ე) კომპეტენციის ფარგლებში, წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის საკითხებზე, კოორდინაციას და კონტროლს მათ საქმიანობაზე; ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციისა და აგრარული რეფორმების განხორციელების ხელშეწყობისთვის აუცილებელი წინადადებების შემუშავებას და სათანადო ღონისძიებების დაგეგმვას; თ) სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებული მეურნე სუბიექტებისა და დაინტერესებული პირებისთვის დახმარების გაწევას პრობლემების გადაწყვეტაში; ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ახალი ტექნოლოგიების, ცხოველთა მოვლა-მოშენების თანამედროვე მეთოდების და საკვები რაციონის შესახებ ინფორმაციის მომზადებას და მიწოდებას, ამ მიზნით კომპეტენტურ ინსტიტუტებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობას; კ) სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი, შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ ინფორმაციის კონსოლიდაციას და დაინტერესებული უწყებებისთვის (პირებისთვის) მიწოდებას; ლ) მელიორაციის სფეროში საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი პროექტების განხორციელების ხელშეწყობას, უფლებამოსილების ფარგლებში; მ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის დარგებსა და სფეროებში გამოვლენილი პრობლემებისა და არსებული მდგომარეობის ანალიზს და შეფასებას; ნ) ტრანსპორტის სფეროს რეაბილიტაცია-განვითარების პროგრამების და პროექტების მომზადებას; დამტკიცებული პროგრამების და პროექტების განხორციელების მონიტორინგს; ო) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავებას; მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას; პ) გარე ვაჭრობის, გარე რეკლამის, გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირებისთვის წინადადებების შემუშავებას; ჟ) განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებული სფეროების განვითარების მიზნით მუნიციპალური პროგრამების მომზადების ორგანიზებას, მათ განსახორციელებლად დასკვნების, წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებას; საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად; მუნიციპალიტეტის პროექტებისა და ინვესტიციების ხელშეწყობისთვის წინადადებების მომზადებას; რ) საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას. მუხლი 7. მუნიციპალური ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების და ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილება მუნიციპალური ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების და ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას; ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციებისა და ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას; გ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით; დ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით; ე) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის წესების, აგრეთვე 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოთა ქონების განკარგვის წესების შემუშავებას; ვ) წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით; ზ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისთვის აუქციონის ორგანიზებას და ჩატარებას, სააუქციონო პროცედურებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადებას, გასაფორმებლად; თ) ადგილობრივი ქონების გამოყენების მონიტორინგს და რეკომენდაციების შემუშავებას ამორტიზებული ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებულ საკითხებზე; ი) ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების, მათ შორის, წყლის და ტყის რესურსებისა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის რესურსების მართვისთვის შესაბამისი წინადადებების შემუშავებას; კ) წინადადების მომზადებას ქუჩების, ტროტუარებისა და მოედნების დასუფთავების, მყარი ნარჩენების შეგროვების, ნაგავსაყრელი და ნაგავგადამამუშავებელი ობიექტების შექმნასა და შენახვაზე; მათი ფუნქციონირების ორგანიზებას; ლ) წინადადებების შემუშავებას წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფისთვის; წინადადების მომზადებას კანალიზაციისა და გამწმენდ ნაგებობათა შექმნასა და შენახვაზე; მ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ენერგეტიკის სფეროში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, ნავთობის, ჰიდრორესურსების, განახლებადი ენერგიის, ალტერნატიული ენერგიის წყაროების და მსგავსი მიმართულებით მოქმედ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ნ) სასმელი წყლით, ელექტროენერგიით, ბუნებრივი გაზით და სხვა სახის ენერგორესურსებით ადგილობრივი ორგანიზაციების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას; ამ მიზნებისთვის შესაბამის ორგანიზაციებთან თანამშრომლობას; ო) კომპეტენციის ფარგლებში, წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე; პ) კომპეტენციის ფარგლებში, რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის საკითხებზე, კოორდინაციას და კონტროლს მათ საქმიანობაზე; ჟ) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადების და მოსაკრებლების საკითხებზე; ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას; რ) განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებული სფეროების განვითარების მიზნით მუნიციპალური პროგრამების მომზადების ორგანიზებას, მათ განსახორციელებლად დასკვნების, წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებას; საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად; მუნიციპალიტეტის პროექტებისა და ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას; ს) საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 ოქტომბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები