„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 აგვისტოს №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 42
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/09/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.137.016587
42
06/09/2022
ვებგვერდი, 07/09/2022
010250050.35.137.016587
„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 აგვისტოს №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №42

2022 წლის 6 სექტემბერი

დაბა ადიგენი

„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 აგვისტოს №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 აგვისტოს №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/08/2022, 010250050.35.137.016581) კერძოდ:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 პუნქტი:

„131. ხმათა თანაბარი გადანაწილების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის ხმას ენიჭება უპირატესობა.“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 პუნქტი:

„151.განმცხადებლის მხრიდან საცხოვრებლის მიღების მიზნით მოწოდებული არასწორი ინფორმაცია ან/და ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი ქმედება, რაც ხელოვნურად  წარმოშობს უსახლკარო პირად რეგისტრაციის ან საცხოვრებლით უზრუნველყოფის საფუძველს არის კომისიის მიერ განმცხადებლისთვის უსახლკარო პირად რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი.“.

გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: 

„ვ) მარტოხელა მშობელი 20 ქულა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიზაზა მღებრიშვილი