დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 41/2022 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 06/09/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/09/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190030.15.008.016646 |
|
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 26/11/2015, 010190030.15.008.016218) დამტკიცებული რეგლამენტის:
1. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი: „დ1) სწავლების მონიტორინგის მენეჯერი;“. 2. მე-20 მუხლის: ა) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „61“ პუნქტი: „61. ცესკოს სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციის სახით, აუდიო-ვიდეო ჩაწერის რეჟიმში, ცესკოს ოფიციალური სოციალური ქსელის გვერდზე და სხდომის სრული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, როგორც სხდომის ოქმის შემადგენელი ნაწილი, სხდომიდან 1 დღის ვადაში ქვეყნდება ცესკოს ვებგვერდზე.“. ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „71“ და „72“ პუნქტები: „71. ცესკოს სხდომის ოქმში უნდა აღინიშნოს: ა) სხდომის ოქმის ნომერი, სხდომის გამართვის წელი, თვე, რიცხვი და ადგილი; ბ) სხდომის დაწყების დრო; გ) სხდომაში მონაწილე და სხდომაზე დამსწრე პირების სახელი, გვარი და სტატუსი; დ) სხდომის დღის წესრიგის პროექტი; ე) დამტკიცებული სხდომის დღის წესრიგი; ვ) სხდომაზე განსახილველი საკითხები და მიღებული სამართლებრივი აქტები; ზ) სხდომაზე სიტყვით გამოსვლის უფლების მქონე პირთა გამოთქმული აზრები/მოსაზრებები/ალტერნატიული წინადადებები, საოქმო ჩანაწერები და სხვა, რომელიც დაფიქსირდა ტექნიკური საშუალებით (მიკროფონი), ერთვის ოქმს მხოლოდ აუდიო-ვიდეო ჩანაწერის სახით; თ) კენჭისყრის შედეგები. 72. გამონაკლის შემთხვევებში სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შესაძლებელია არ განხორციელდეს სხდომის პირდაპირი ტრანსლაცია, მათ შორის გასვლითი სხდომების გამართვისას და თუ სხდომის პირდაპირი ტრანსლაცია ტექნიკურად შეუძლებელია, ასევე, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, თუ სხდომა წარიმართა დახურულ რეჟიმში.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები