დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქმის მოკვლევის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 28 ოქტომბრის N40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 43 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე |
მიღების თარიღი | 05/09/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/09/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 240140000.41.046.016020 |
|
„საქმის მოკვლევის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 28 ოქტომბრის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საქმის მოკვლევის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 28 ოქტომბრის №40 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საქმის მოკვლევის წესი და პროცედურის“ მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:
„4. სააგენტოს წერილობითი კორესპონდენცია ინფორმაციის მიწოდების თაობაზე უნდა ჩაჰბარდეს ადრესატს, მის წარმომადგენელს, ოჯახის წევრს ან სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას. კორესპონდენციის გაგზავნა შეიძლება განხორციელდეს ფოსტით ან/და სხვა ტექნიკური საშუალებებით (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა). ამ პუნქტში დასახელებული ტექნიკური საშუალებებით შეტყობინება ჩაითვლება ჩაბარებულად, ადრესატი მხარის მიერ დადასტურების შემთხვევაში. 5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით სააგენტო ვერ ახერხებს წერილობითი კორესპონდენციის ადრესატისთვის ჩაბარებას ან პირი უარს აცხადებს დოკუმენტაციის ჩაბარებაზე, სააგენტო უფლებამოსილია, შემოსავლების სამსახურს გაუგზავნოს შესაბამისი თხოვნა, რის შემდეგაც შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მეშვეობით ადრესატისათვის დოკუმენტაციის გაგზავნას. შეტყობინება ჩაითვლება ჩაბარებულად, ადრესატი მხარის მიერ დოკუმენტის გახსნის შემთხვევაში.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები