კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 23 ოქტომბრის №38 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 23 ოქტომბრის №38 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 44
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 05/09/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 240140000.41.046.016021
44
05/09/2022
ვებგვერდი, 06/09/2022
240140000.41.046.016021
კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 23 ოქტომბრის №38 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე
 

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №44

2022 წლის 5 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 23 ოქტომბრის №38 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 23 ოქტომბრის №38 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჩივრის ფორმის, მისი წარდგენის წესის და საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურისა და ვადების დამტიკიცების თაობაზე“.

2. ბრძანებით დამტკიცებული „საჩივრის ფორმა, მისი წარდგენის წესი და  საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურები და ვადების“ მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. სააგენტოს წერილობითი კორესპონდენცია ინფორმაციის მიწოდების თაობაზე უნდა ჩაჰბარდეს ადრესატს, მის წარმომადგენელს, ოჯახის წევრს ან სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას. კორესპონდენციის გაგზავნა შეიძლება განხორციელდეს ფოსტით ან/და სხვა ტექნიკური საშუალებებით (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა). ამ პუნქტში დასახელებული ტექნიკური საშუალებებით შეტყობინება ჩაითვლება ჩაბარებულად, ადრესატი მხარის მიერ დადასტურების შემთხვევაში.

5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით სააგენტო ვერ ახერხებს წერილობითი კორესპონდენციის ადრესატისთვის ჩაბარებას ან პირი უარს აცხადებს დოკუმენტაციის ჩაბარებაზე, სააგენტო უფლებამოსილია, შემოსავლების სამსახურს გაუგზავნოს შესაბამისი თხოვნა, რის შემდეგაც შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს  გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მეშვეობით ადრესატისათვის  დოკუმენტაციის გაგზავნას. შეტყობინება ჩაითვლება ჩაბარებულად, ადრესატი მხარის მიერ დოკუმენტის გახსნის შემთხვევაში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეირაკლი ლექვინაძე