„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1723-IXმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/09/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 130040000.05.001.020599
1723-IXმს-Xმპ
07/09/2022
ვებგვერდი, 21/09/2022
130040000.05.001.020599
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 10.05.2010, მუხ. 150) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის:

ა) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ეროვნულ, რეგიონალურ და გლობალურ საფრთხეებთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლობს უცხო ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან;“;

ბ) „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“ ქვეპუნქტი:

„ს) მატერიალური დოკუმენტის ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით ქმნის, აგზავნის, იღებს და ინახავს ნებისმიერ დოკუმენტს (მათ შორის, საარქივო მასალას), აგრეთვე იყენებს პირად ხელმოწერას, ელექტრონულ ხელმოწერას/ელექტრონულ შტამპს და ელექტრონულ სანდო მომსახურებას.“.

2. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურის მოსამსახურე არის პირი, რომელიც მსახურობს სამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე და რომელსაც მინიჭებული აქვს სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდება, აგრეთვე  სამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშნული, წოდების არმქონე პირი (სამოქალაქო პირი) და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.“.      

3. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამსახურის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სამსახურის მოსამსახურეებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანიჭებს სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალურ წოდებას, პოლკოვნიკის წოდების ჩათვლით, აგრეთვე საკლასო ჩინებს;“.  

4. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

„21. სამსახურში მიღებული პირი თანამდებობაზე ინიშნება გამოსაცდელი ვადით და ექვემდებარება სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული სპეციალური მომზადების კურსის გავლას. სპეციალური მომზადების კურსის გავლისგან გათავისუფლების ან/და მისი ხანგრძლივობის შემცირების საკითხები შეიძლება განისაზღვროს სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით.

22. სამსახურის ოპერატიული ან/და ანალიტიკური ფუნქციის შემსრულებელ ქვედანაყოფში სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე ან სამმართველოს უფროსზე უფრო მაღალ თანამდებობაზე, დაზვერვის ოფიცრის მეექვსე კატეგორიის თანამდებობაზე ან დაზვერვის ოფიცრის მეექვსე კატეგორიაზე უფრო მაღალი კატეგორიის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს, აგრეთვე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სამსახურმა შეიძლება მიავლინოს პირი, რომელსაც აქვს სამსახურის ოპერატიულ ან/და ანალიტიკურ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.“.

5. მე-16 მუხლის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა, ან მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას;“;

ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე;“;

გ) „ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

 დ) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) სასამართლოს მიერ მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან გარდაცვლილად გამოცხადების შემთხვევაში;“;

ე) „ტ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“ ქვეპუნქტი:

„უ) გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მის მიერ არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღების შემთხვევაში.“.

6. მე-17 მუხლის:

 ა) მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) უფრო დაბალი კატეგორიის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა – არაუმეტეს 1 წლით;“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის მოსამსახურის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი დისციპლინური სახდელი, მათ შორის, სამსახურიდან განთავისუფლება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების გარეშე, თუ იგი მძიმე დისციპლინურ გადაცდომას ჩაიდენს.“.

7. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მივლენილი დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლის სამუშაო მივლინების ანაზღაურებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

8. 28-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

9. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 29. საფინანსო კონტროლი

სამსახურის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების გამოყენებასა და ხარჯვას ამოწმებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

7 სექტემბერი 2022 წ.

N1723-IXმს-Xმპ