დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1718-IXმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 06/09/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/09/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 310150000.05.001.020595 |
|
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.01.2014, სარეგისტრაციო კოდი: 310150000.05.001.017312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 37-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას დაუსახლებელ პუნქტში, შესაძლებლობის ფარგლებში, სავალი ნაწილის გარეთ უნდა იმყოფებოდეს. გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, როგორც დასახლებულ, ისე დაუსახლებელ პუნქტში აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა ველობილიკზე, ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლზე (გარდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) მიმართ დაშვებული გამონაკლისისა, როდესაც განსაზღვრული კატეგორიის ტაქსი აღნიშნულ ზოლს მოძრაობისათვის, მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის გამოიყენებს), ქვეითთა ბილიკზე, ტროტუარზე (თუ არ არის 7.4 საგზაო ნიშანი და შესაბამისი საგზაო მონიშვნა) ან გზისპირზე.“. 2. 41-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. გზაზე, სადაც 5.11, 5.13.1, 5.13.2 და 5.14 საგზაო ნიშნებით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლია, აკრძალულია ამ ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და გაჩერება, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული გამონაკლისისა. თუ ეს ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილისგან მონიშვნის წყვეტილი ხაზითაა გამოყოფილი, მოხვევისას სხვა სატრანსპორტო საშუალებები ამ ზოლზე უნდა გადაჯგუფდნენ. ნებადართულია აგრეთვე ამ ზოლის ასეთ ადგილებში შესვლა გზაზე გასვლისას და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისას სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან, თუ ეს არ დააბრკოლებს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას ან/და სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ან/და დაშვებული მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობას.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. გზაზე, სადაც 5.11, 5.13.1, 5.13.2 და 5.14 საგზაო ნიშნებით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლია, შესაძლებელია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ან/და დაშვებული მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობა ან/და გაჩერება (გარდა 5.16 საგზაო ნიშნითა და 1.17 საგზაო მონიშვნით აღნიშნული ადგილისა) მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით, თუ ეს არ დააბრკოლებს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის (M1 კატეგორია) მიერ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილი სპეციალური ზოლის („BUS LANE“) მონიშვნის უწყვეტი ხაზის გადაკვეთა აკრძალულია.“. 3. კანონის №1 დანართის: ა) მე-5 პუნქტს („განსაკუთრებული მითითებების ნიშნები“): ა.ა) 5.11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 5.11.1 პუნქტი: „5.11.1. „ტაქსისთვის (M1 კატეგორია) განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზა“ − გზა, რომელზედაც ტაქსი (M1 კატეგორია) მოძრაობს სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის საპირისპირო მიმართულებით და რომელიც იმავდროულად არის 5.11 საგზაო ნიშნით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლის მქონე გზა. 5.11.1 საგზაო ნიშნის მოქმედება ვრცელდება იმ მოძრაობის ზოლზე, რომელზედაც ის დგას. ეს ნიშანი არ ავალდებულებს ტაქსის (M1 კატეგორია), მხოლოდ ამ ზოლზე იმოძრაოს.“; ა.ბ) 5.12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 5.12.1 პუნქტი: „5.12.1. „ტაქსისთვის (M1 კატეგორია) განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზის დასასრული“ − მიუთითებს 5.11.1 საგზაო ნიშნით აღნიშნული გზის დასასრულს.“; ა.გ) 5.13.1, 5.13.2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 5.13.3, 5.13.4 პუნქტი: „5.13.3, 5.13.4. „ტაქსისთვის (M1 კატეგორია) განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზაზე გასვლა“ − მიუთითებს 5.11.1 საგზაო ნიშნით აღნიშნულ გზაზე გასვლას. 5.13.3, 5.13.4 საგზაო ნიშნები იდგმება ყველა გვერდითი შესასვლელის წინ. ეს ნიშნები შეიძლება არ დაიდგას მიმდებარე ტერიტორიიდან გამოსასვლელის გზასთან გადაკვეთაზე, თუ ამ ტერიტორიაზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ 5.11.1 საგზაო ნიშნით აღნიშნული გზიდან.“; ა.დ) 5.14 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 5.14.1 პუნქტი: „5.14.1. „ტაქსისთვის (M1 კატეგორია) განკუთვნილი მოძრაობის ზოლი“ – გზა, რომელზედაც ტაქსი (M1 კატეგორია) მოძრაობს სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის თანმხვედრი მიმართულებით და რომელიც იმავდროულად არის 5.14 საგზაო ნიშნით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლი. 5.14.1 საგზაო ნიშნის მოქმედება ვრცელდება იმ მოძრაობის ზოლზე, რომელზედაც ის დგას. ეს ნიშანი არ ავალდებულებს ტაქსის (M1 კატეგორია), მხოლოდ ამ ზოლზე იმოძრაოს. გზის მარჯვენა მხარეს დადგმული აღნიშნული ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილის უკიდურეს მარჯვენა ზოლზე.“; ბ) „საგზაო ნიშნების“ მე-5 პუნქტს („განსაკუთრებული მითითებების ნიშნები“): ბ.ა) 5.11 პუნქტის შემდეგ დაემატოს განსაკუთრებული მითითების შემდეგი ნიშანი: „
5.11.1 ტაქსისთვის (M1 კატეგორია) განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზა“; ბ.ბ) 5.12 პუნქტის შემდეგ დაემატოს განსაკუთრებული მითითების შემდეგი ნიშანი: „
5.12.1 ტაქსისთვის (M1 კატეგორია) განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზის დასასრული“; ბ.გ) 5.13.1, 5.13.2 პუნქტის შემდეგ დაემატოს განსაკუთრებული მითითების შემდეგი ნიშნები: „
5.13.3 ტაქსისთვის (M1 კატეგორია) განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზაზე გასვლა
5.13.4 ტაქსისთვის (M1 კატეგორია) განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზაზე გასვლა“; ბ.დ) 5.14 პუნქტის შემდეგ დაემატოს განსაკუთრებული მითითების შემდეგი ნიშანი: „
5.14.1 ტაქსისთვის (M1 კატეგორია) განკუთვნილი მოძრაობის ზოლი“.
4. კანონის №5 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №5 სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შემცირების ცხრილი
“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
|
თბილისი, 6 სექტემბერი 2022 წ. N1718-IXმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები