„სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1724-IXმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/09/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 130040000.05.001.020602
1724-IXმს-Xმპ
07/09/2022
ვებგვერდი, 21/09/2022
130040000.05.001.020602
„სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1. „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 10.05.2010, მუხ. 149) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ეროვნული სადაზვერვო პროგრამა – საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციისა და საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის საფუძველზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგია, რომლითაც განსაზღვრულია სადაზვერვო საქმიანობის ძირითადი მიზნები, მიმართულებები და პრიორიტეტები, აგრეთვე სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები;“.

2. მე-8 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ეროვნულ, რეგიონალურ და გლობალურ საფრთხეებთან დაკავშირებულ საკითხებზე  უცხო ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა.“.

3. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს პრემიერ-მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას სადაზვერვო დაწესებულებასა და უცხო ქვეყნების დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახურებს შორის საუწყებათაშორისო მოლაპარაკებებისა და თანამშრომლობის შესახებ.“.

4. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები ვალდებული არიან ყველანაირად დაეხმარონ სადაზვერვო დაწესებულებებს სადაზვერვო საქმიანობის განხორციელებაში. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი მოაწესრიგოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამ დადგენილებას შეიძლება მიენიჭოს საიდუმლოობის გრიფი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

7 სექტემბერი 2022 წ.

N1724-IXმს-Xმპ