დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 137 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/07/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 97, 06/08/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №137
2009 წლის 31 ივლისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებით (სსმ III, 2005 წელი, №89, მუხლი 1014) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნი-ციპალური განვითარების ფონდის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ფონდი ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის, ფონდის სამეთვალყურეო საბჭოსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინაშე.“.
2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ფონდს შორის გაფორმებული პროექტის განხორციელების შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ქვეყნების მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელება;“.
3. მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ს) ამზადებს სამეთვალყურეო საბჭოსათვის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და/ან ნებისმიერი სხვა დონორისათვის წარსადგენ ანგარიშებს ან/და სამეთვალყურეო საბჭოს, საქართველოს მთავრობის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და/ან სხვა დონორების მიერ მოთხოვნილ ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს;“.
4. მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. ანგარიშგების ღონისძიებები
ფონდი პასუხისმგებელია, რომ დროულად მოამზადოს და სამეთვალყურეო საბჭოს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სხვა დონორებს განსახილველად წარუდგინოს შემდეგი ანგარიშები:
ა) ფინანსური მართვის კვარტალური ანგარიშები;
ბ) ფონდის ფინანსური უწყისებისა და სპეციალური ანგარიშების წლიური აუდიტის ანგარიშები;
გ) პროექტის შესრულების მიმდინარეობის კვარტალური ანგარიშები;
დ) პროექტის შესრულების მიმდინარეობის დეტალური წლიური ანგარიში;
ე) სხვა ანგარიშები მოთხოვნის მიხედვით.
მუხლი 7. სახელმწიფო კონტროლი
ფონდის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს „საქართველოს მუნიციპალური სექტორის განვითარებისათვის გათვალისწინებული ფინანსური სახსრების მართვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №294 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულების ამოქმედებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები