“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წელი 2 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წელი 2 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/09/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/09/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 20/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016640
29
02/09/2022
ვებგვერდი, 05/09/2022
010250050.35.105.016640
“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წელი 2 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2022 წლის 2 სექტემბერი

ქ. ზუგდიდი

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წელი 2 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წელი 2 დეკემბრის №26 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/12/2021, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016609) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი  2. 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ადგილობრივ და დევნილ მოქალაქეებს შეუძლიათ  ისარგებლონ ერთ-ერთი ქვეპროგრამით წელიწადში ერთხელ, ხოლო სოციალურად დაუცველ (სარეიტინგო ქულა 65 001-ნაკლები), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შემდგომში – შშმ) პირებს  და ონკოლოგიურ  ავადმყოფებს შეუძლიათ ისარგებლონ ერთჯერადად პროგრამით გათვალისწინებული ყველა მომსახურებით.  ძვირადღირებული თერაპიის საჭიროების მქონე ონკოპაციენეტების ერთჯერადი ფინანსური მხარადჭერის ქვეპროგრამით სარგებლობა,  ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ადრეული გამოვლენის, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის აბილიტაციის ქვეპროგრამებში  ჩართვა არ ზღუდავს მუნიციპალური ჯანდაცვის პროგრამის სხვა ქვეპროგრამით სარგებლობის შესაძლებლობას. მერიიდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსება არ ვრცელდება საგარანტიო წერილის გაცემამდე შესრულებულ სერვისზე (გარდა ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ადრეული გამოვლენის  და ძვირადღირებული თერაპიის საჭიროების მქონე ონკოპაციენტების ერთჯერადი ფინანსური მხარადჭერის ქვეპროგრამებისა).“

ბ) დადგენილების დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ძვირადღირებული მედიკამენტების თანადაფინანსება, რომელთა ერთეულის ღირებულება  50 (ორმოცდაათი) ლარი და მეტია – მაქსიმალური ლიმიტი – 150 (ას  ორმოცდაათი) ლარი, ონკოლოგიური ავადმყოფებისთვის – 400 (ოთხასი) ლარი. დაფინანსება წელიწადში ერთხელ.“

გ) დადგენილების დანართის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) აუტიზმის სპექტრის (F84.0; F84.9)  დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამა 105 ბავშვისთვის. მომსახურების დაფინანსება ყოველთვიურად არაუმეტეს 18 საათისა. თვეში დაფინანსების მაქსიმალური ლიმიტი – 378 (სამას სამოცდათვრამეტი) ლარი;“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიგა ფარულავა