„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წიაღისეულის გადამზიდავი სატვირთო მანქანების მოძრაობის წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 6 მაისის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/09/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016396
9
02/09/2022
ვებგვერდი, 05/09/2022
010250020.35.129.016396
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წიაღისეულის გადამზიდავი სატვირთო მანქანების მოძრაობის წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 6 მაისის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
 
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2022 წლის 2 სექტემბერი

ქ. ჭიათურა

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წიაღისეულის გადამზიდავი სატვირთო მანქანების მოძრაობის წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 6 მაისის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის და მე-4 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 86-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

მუხლი 1
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წიაღისეულის გადამზიდავი სატვირთო მანქანების მოძრაობის წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 6 მაისის №14 დადგენილებაში (სსმ 11/05/2016;  სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.129.016204) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს კონსტიტუციის“ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტისა და მე-4 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“

ბ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული №1 დანართის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სატვირთო მანქანა – ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო  საშუალება, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3500 კგ-ს და რომელიც გამოიყენება წიაღისეულის გადასაზიდად;“.

გ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული №1 დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4

1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წიაღისეულით დატვირთული სატვირთო მანქანების მოძრაობა დასაშვებია მჭიდრო საფარით, გარეცხილი საბურავებით და ყველა იმ ნორმის დაცვით (სიჩქარის შეზღუდვა, ტვირთის ზღვრულად დასაშვები მოცულობა, ტექნიკური გამართულობა), რაც არ გამოიწვევს გარემოს დაბინძურებას და ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანებას შემდეგი პირობებით:

ა) კვირაში ოთხი დღის განმავლობაში: ორშაბათს,  სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს;

ბ) დილის 10 საათიდან  საღამოს 20 საათამდე; 01 ივლისიდან  სკოლებში სასწავლო პროცესის დაწყებამდე კი - დილის 07 საათიდან 12 საათამდე და 16 საათიდან  20 საათამდე;

2. სატვირთო მანქანების მოძრაობა იკრძალება სადღესასწაულო და კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეებში.

3. ჭიათურის მუნიციპალიტეტს უფლება აქვს, განახორციელოს სატვირთო მანქანების მოძრაობის მონიტორინგი."

დ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული №1 დანართის მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. სისტემური კონტროლი განახორციელოს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის სამსახურმა.

4. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი