„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 7 აპრილის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/09/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.143.016645
25
01/09/2022
ვებგვერდი, 02/09/2022
190040000.35.143.016645
„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 7 აპრილის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხაშურის მუნიციპალიტეტი
 
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2022 წლის 1 სექტემბერი

ქ. ხაშური

„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 7 აპრილის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსი“ 63-ე მუხლისა და  საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული  ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 7 აპრილის №18 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 08.04.2022, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.143.016638) დამტკიცებული დანართი №1-ის „ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი

1. საკრებულოს თითოეული წევრისთვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) ამ წესის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ - „დ“ ქვეპუნქტებში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის გაცემა ხდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ, მერიის შესაბამის სამსახურში ყოველი თვის 20 რიცხვში ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე (თუ შესაბამისი თვის 20 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს-მომდევნო სამუშაო დღეს).

2. ამ წესის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვის წარმოებას ყოველი თვის 20 რიცხვამდე ახორციელებს  საკრებულოს აპარატი.

3. საკრებულოს თითოეული წევრისთვის, ამ წესის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით  გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვისათვის საკრებულოს წევრები (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა), როგორც წესი ყოველი თვის 20 რიცხვამდე საკრებულოს თავმჯდომარეს მოხსენებითი ბარათით წარუდგენენ მოქალაქეებთან/ამომრჩევლებთან შეხვედრის დამადასტურებელ და მოქალაქეების/ამომრჩევლების მიღების მოწყობის მინიმუმ თითო ოქმს, სადაც ასახული უნდა იქნას შეხვედრების ჩატარების დრო, ადგილი და თემატიკა.

4. თუ საკრებულოს წევრი ამ წესის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობიდან არ შეასრულებს ერთ-ერთს (საკრებულოს ან საკრებულოს კომისიის მიერ ჩატარებული სხდომებიდან არ დაესწრება მინიმუმ ერთ სხდომას, არ შეხვდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ან/და შესაბამის მაჟორიტარულ ოლქში მცხოვრებ მოქალაქეებს შესაბამის პერიოდში არანაკლებ ორჯერ, არ მოაწყობს გრაფიკის მიხედვით ამომრჩევლების მიღებას), არ აუნაზღაურდება ამ დადგენილებით გათვალისწინებული თანხის შესაბამისი ოდენობა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენინო ლიპარტელიანი