დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №11 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/08/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/09/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.163.016573 |
|
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №11 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №11 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ“ (www.matsne.gov.ge; 01/06/2022; 010250050.35.163.016567).
1. დადგენილების მე-2 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პენსიონერებს; 2. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებული პირებს - დევნილებს; 3. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ბაზის მიხედვით თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს; 4. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს“. 2. დადგენილების მე-2 მუხლის მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. თელავის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „თელავის მუნიციპალიტეტის უმწეოთა და უპოვართა სამსახურის“ ბენეფიციარებს; 10. თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო სკოლების მოსწავლეებს; 11. თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ავტორიზებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს.“ 3. ამოღებულ იქნეს დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი. 4. დადგენილების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირთა მონაცემთა ბაზის განახლების მიზნით, ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტისათვის (ბარათის გამცემი) ან/და თელავის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ან/და ა(ა)იპ „თელავის სატრანსპორტო სამსახურისათვის“ შესაბამისი ინფორმაციის კვარტალურად მიწოდების უზრუნველყოფა ეთხოვოთ შემდეგ დაწესებულებებს: ა) ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი, მე-2 მე-4-მე-8 პუნქტებით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს; ბ) ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს; გ) ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – ა(ა)იპ „თელავის მუნიციპალიტეტის უმწეოთა და უპოვართა სამსახურს“; დ) ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-10-მე-11 პუნქტებით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.“
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები