დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს №01/01-1/113 ბრძანებით ,,საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01/01-01/49 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/05/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 53, 04/06/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/11/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.11.104.005.841 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.11.104.005.841
საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის ბრძანება №01/01-01/49
2003 წლის 21 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს №01/01-01/113 ბრძანებით „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 15 მაისის №213 ბრძანებულების „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ფუნქციური გაძლიერების შესახებ” საფუძველზე, ვბრძანებ:
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულებაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკების წარმოება საწარმოო-საინვესტიციო და ექსპორტის ზრდის პროგრამების განხორციელებისათვის დამატებითი ინვესტიციებისა და გრანტების მოზიდვის მიზნით;”
2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საინვესტიციო გარემოს, ექსპორტის ზრდისა და მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბების მიზნით წინადადებების მომზადება”
3. მე-6 მუხლის პირველ პუნქტში ციფრი „2” გადაკეთდეს ციფრად „3”.
4. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს „თ” ქვეპუნქტი:
„თ) ექსპორტის ხელშეწყობის სამსახური;”
გ. გაჩეჩილაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები