„თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 13 აპრილის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 13 აპრილის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/08/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/09/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 02/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.154.016473
12
30/08/2022
ვებგვერდი, 01/09/2022
280010000.35.154.016473
„თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 13 აპრილის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტი
 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2022 წლის 30 აგვისტო

დაბა თიანეთი

 

„თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 13 აპრილის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ „საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1.                  
„თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 13 აპრილის №8 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში (www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 14.04.2022 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 280010000.35.154.016469) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დანართის მე-2 მუხლს დაემატოს მე-19 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„19. ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება (გარდა სტიქიით დაზარალებული ოჯახებისა).“.

2. დანართის  მე -3 მუხლის

ა) მე-2 პუნქტს დაემატოს „გ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„გ) მოქალაქისათვის სამედიცინო კვლევის განმეორებით დაფინანსება შესაძლებელია  არაუმეტეს 300 ლარისა (წელიწადში არაუმეტეს ორჯერ).“.

ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„ა) სამედიცინო მომსახურება, რომლის ღირებულებაა 500 ლარის ჩათვლით, თიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდეს 100 %-ის ჩათვლით.“.

3. დანართის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) „1. განმცხადებელი, რომლის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-100 000-ის ჩათვლითაა, მედიკამენტების დაფინანსებით ისარგებლებენ არაუმეტეს 400 (ოთხასი) ლარისა წელიწადში ერთხელ.

2. განმცხადებელი, რომლის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100 000-ის ზევითაა, მედიკამენტების დაფინანსებით ისარგებლებენ არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა წელიწადში ერთხელ.

3. ონკოლოგიური დაავადების მქონე მოქალაქეები მედიკამენტების დაფინანსებით ისარგებლებენ არაუმეტეს 400  (ოთხასი) ლარისა წელიწადში ერთხელ.“.

ბ) მე-5 პუნქტიდან ამოღებულ იქნას „ე“ ქვეპუნქტი.

4. დანართის მე-6 მუხლის

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შშმ ბავშვთა დახმარება.“.

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შშმ ბავშვები მიიღებენ ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 300 (სამასი) ლარის ოდენობით, წელიწადში ერთხელ.“.

5. დანართის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნას „გ“ ქვეპუნქტი.
6. დანართის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ობოლი ბავშვები მიიღებენ ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ.“.

7. დანართის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნას ,,გ“ ქვეპუნქტი.
8. დანართის მე-18 მუხლს დაემატოს „11“ პუნქტი შემდეგი რედაქციით:

 „11. თუ გარდაცვლილის იდენტიფიცირებისათვის საჭიროა გარკვეული სამუშაოების ჩატარება, ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიცემა გარდაცვლილის იდენტიფიცირებიდან ორი კვირის განმავლობაში.“.

9. დანართის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნას „დ“ ქვეპუნქტი.
10. დანართს დაემატოს 201 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 201. ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება (გარდა სტიქიით დაზარალებული ოჯახისა).

1. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები, საცხოვრებელი სახლის ხანძრის შედეგად ნაწილობრივ დაზიანების შემთხვევაში, მიიღებენ ერთჯერად ფინანსურ დახმარებას არაუმეტეს 1500 (ათასხუთასი) ლარისა.

2. ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის მთლიანად განადგურების შემთხვევაში, თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები მიიღებენ ერთჯერად ფინანსურ დახმარებას არაუმეტეს 3000 (სამიათასი) ლარისა ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის შესაფასებლად მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე.

3. განსაკუთრებულ შემთხვევაში  ხანძრის შედეგად დაზარალებული  ოჯახი   (სოციალურად   დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახი და სხვა), ხანძრის შედეგად  მიყენებული ზარალის შესაფასებლად მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე და საკრებულოს თანხმობით, მიიღებენ ერთჯერად ფინანსურ დახმარებას  არაუმეტეს 4000 (ოთხი ათასი) ლარისა.

4. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ხანძრის დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემული შესაბამისი უწყების მიერ;

დ) ხანძრის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის ფოტოსურათები;

ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა;

ვ) საბანკო ანგარიში;

ზ) ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.“.

11.  დანართის 21-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, კომისია უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით განმცხადებლისგან, სამკურნალო დაწესებულებიდან ან სხვა პირებისაგან გამოითხოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია. ხანძრის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დასკვნის მისაღებად მიმართოს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის შესაფასებლად შექმნილ კომისიას.“.


მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესოსო მამულაშვილი