,,საერთო რეჟიმის დაწესებულებების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №365 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ”

  • Word
,,საერთო რეჟიმის დაწესებულებების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №365 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 399
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 22/05/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 47, 29/05/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 28/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.837
  • Word
399
22/05/2003
სსმ, 47, 29/05/2003
010.240.030.11.106.005.837
,,საერთო რეჟიმის დაწესებულებების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №365 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ”
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.837

 საქართველოს იუსტიციის

მინისტრი ბრძანება №399

2003 წლის 22 მაისი

 ქ. თბილისი

„საერთო რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №365 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

  „საერთო რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის     28 დეკემბრის №365 ბრძანებით (სსმ III, 1999 წ., №71(78), მუხ. 1095) დამტკიცებულ „საერთო რეჟიმის დაწესებულების შინაგანაწესში” შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. სამეურნეო საქმიანობაში დასაქმებულ მსჯავრდებულთა დაწესებულების ტერიტორიაზე გადაადგილება ხორციელდება მხოლოდ სპეციალური განმასხვავებელი ნიშნის მეშვეობით (დანართი №8), რომლის მოხსნა მსჯავრდებულს ეკრძალება სამუშაოს დასრულებამდე. მსჯავრდებული ვალდებულია სამუშაოს დასრულების შემდგომ სპეციალური განმასხვავებელი ნიშანი ჩააბაროს დაწესებულების სარეჟიმო სამსახურს.

5. სამეურნეო საქმიანობაში დასაქმებულ მსჯავრდებულთათვის სპეციალური განმასხვავებელი ნიშნების გაცემისა და ჩაბარების აღრიცხვას აწარმოებს დაწესებულების სარეჟიმო სამსახური სპეციალურ ჟურნალში. სარეჟიმო სამსახური ვალდებულია მოსთხოვოს სამეურნეო საქმიანობაში დასაქმებულ მსჯავრდებულს, სამუშაოს დასრულების შემდგომ სპეციალური განმასხვავებელი ნიშნის ჩაბარება.”.

2. შინაგანაწესს დაემატოს შემდეგი სახის დანართი №8:

დანართი №8

სამეურნეო საქმიანობაში დასაქმებული მსჯავრდებულის სპეციალური განმასხვავებელი ნიშნის ნიმუში

1. სპეციალური განმასხვავებელი ნიშანი:

 

სამეურნეო საქმიანობაში

დასაქმებული მსჯავრდებული

 

2. სპეციალური განმასხვავებელი ნიშნის აღწერილობა:

ა) სპეციალური განმასხვავებელი ნიშანი მზადდება თეთრი ფერის მასალისაგან, მართკუთხედის სახით;

ბ) სპეციალური განმასხვავებელი ნიშნის ზედაპირზე აღინიშნება ნიშნის ნომერი და წარწერა ქართულ ენაზე: „სამეურნეო საქმიანობაში დასაქმებული მსჯავრდებული”;

ბ) სპეციალური განმასხვავებელი ნიშანი სპეციალური სამაგრით, თვალსაჩინო ადგილზე, მაგრდება მკერდის მარჯვენა მხარეს.”.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

რ. გილიგაშვილი