დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 თებერვლის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 441 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/08/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/08/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.023652 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 თებერვლის №47 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/02/2022, 470230000.10.003.023255) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის“:
1. მე-2 მუხლის: ა) „დ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.გ“ და „დ.დ“ ქვეპუნქტები: „დ.გ) კომპიუტერული ტექნიკის, ლაბორატორიული და საოფისე ავეჯის შესყიდვა; დ.დ) ობიექტის ელექტროსისტემის გადამცემ ქსელთან მიერთებისა და მრიცხველის მოწყობისათვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურება;“; ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ ფუნქციონირებისათვის: ე.ა) ო. ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულების (ქუთაისი) ჟანგბადის ბალონების სასაწყობო ნაგებობის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა; ე.ბ) შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ მართვაში არსებული კლინიკების შენობა-ნაგებობების აღჭურვისა და საპროექტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა;“. 2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტების მიხედვით, განისაზღვროს 31 840.0 ათასი ლარით:
“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები