„შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და სს „ეპ ჯორჯია მიწოდებისათვის“ ელექტროენერგეტიკის სექტორში მიწოდების საჯარო მომსახურების სახით განხორციელების ვალდებულების დაკისრების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 მაისის №236 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 437
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/08/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 300280000.10.003.023648
437
29/08/2022
ვებგვერდი, 29/08/2022
300280000.10.003.023648
„შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და სს „ეპ ჯორჯია მიწოდებისათვის“ ელექტროენერგეტიკის სექტორში მიწოდების საჯარო მომსახურების სახით განხორციელების ვალდებულების დაკისრების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 მაისის №236 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №437

2022 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

„შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და სს „ეპ ჯორჯია მიწოდებისათვის“ ელექტროენერგეტიკის სექტორში მიწოდების საჯარო მომსახურების სახით განხორციელების ვალდებულების დაკისრების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 მაისის №236 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და სს „ეპ ჯორჯია მიწოდებისათვის“ ელექტროენერგეტიკის სექტორში მიწოდების საჯარო მომსახურების სახით განხორციელების ვალდებულების დაკისრების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 მაისის №236 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/05/2021, 300280000.10.003.022792) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

1. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებისა და 162-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ასევე საქართველოს მთავრობის  2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის“ (შემდგომში – კონცეფცია) მე-9 მუხლის, 151 მუხლისა და მე-19 მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, დაეკისროს ელექტროენერგეტიკის სექტორში მიწოდების საჯარო მომსახურების სახით განხორციელების ვალდებულება და განისაზღვროს ელექტროენერგიის სექტორში უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლად, ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებლად და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლად 2025 წლის 1 იანვრამდე:

1. ელექტროენერგიის გამანაწილებელი  სისტემის ოპერატორის – სს „თელასის“ სალიცენზიო არეალში – შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406312690).

2. ელექტროენერგიის გამანაწილებელი  სისტემის ოპერატორის – სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სალიცენზიო არეალში – სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405460594).“.

2. მე-2 მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამოქმედების შემდეგ:

ბ.ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბოლოო მომხმარებლებისთვის საჯარო მომსახურების ვალდებულების სახით მიწოდებას ახორციელებენ კონცეფციის მე-14 და მე-15 მუხლების შესაბამისად და, ამ მიზნით, ვაჭრობენ მხოლოდ ორგანიზებულ ბაზრებზე კონცეფციის, შესაბამისი ბაზრის წესების, კონცეფციით გათვალისწინებულ საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციასთან გაფორმებული ფასთა სხვაობის ხელშეკრულების (უნივერსალური მიმწოდებლის შემთხვევაში), საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა პირობების შესაბამისად;

ბ.ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სხვა საცალო მომხმარებლისთვის საჯარო მომსახურების ვალდებულების სახით მიწოდების მიზნით, ვაჭრობენ საბითუმო ბაზრებზე კონცეფციის 151 მუხლის, შესაბამისი ბაზრის წესების, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა პირობების შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი