“სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ “ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

“სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ “ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/08/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.114.016478
19
29/08/2022
ვებგვერდი, 30/08/2022
010260020.35.114.016478
“სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ “ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №19

2022 წლის 29 აგვისტო

დაბა ჩოხატაური

 

 

„სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ “ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №47 დადგენილების დანართში (www.matsne.gov.ge; 27/12/2017,  სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი:  010260020.35.114.016374) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ო“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: 

 „ო) კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების,  მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობებს ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი“.

ბ) ამოღებულ იქნას მე-4 მუხლი.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი კუჭავა