„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 22346
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 26/08/2022
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/08/2022
ძალაში შესვლის თარიღი 19/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016682
22346
26/08/2022
ვებგვერდი, 31/08/2022
000000000.00.00.016682
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შემოსავლების სამსახური
 

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №22346

2022 წლის 26 აგვისტო

ქ.თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების  შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ “ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63- ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებით დამტკიცებული „შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის“ (დანართი №2) :

 ა) 2.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.1

სტრუქტურული ერთეულები (ამ დანართის 2.2 – 2 .10 პუნქტებით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულების/ქვედანაყოფების გარდა)

ხუთდღიანი სამუშაო კვირა

09.30 საათიდან – 18.00 საათამდე

13.00 საათიდან − 13.30 საათამდე“;

 ბ) 2.9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2.10 პუნქტი:

„2.10

ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა – „eGez“

ექვსდღიანი სამუშაო კვირა

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეების გარდა, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10.00 საათიდან – 18.00 საათამდე.

მორიგე თანამშრომლებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეებისა და უქმე დღის მომდევნო დღის (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) 10.00 საათამდე პერიოდის გარდა, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 18.00 საათიდან მომდევნო დღის 10.00 საათამდე, უქმე დღის წინა დღეს (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) – 18.00 საათიდან 24.00 საათამდე და შაბათს 10.00 საათიდან – 18.00 საათამდე.

 

ცვლაში მომუშავეთა მორიგეობის განრიგს ადგენს სტრუქტურული ერთეულის უფროსი ან უფროსის მოადგილე

სამუშაო დღის განმავლობაში შესვენების დრო განისაზღვრება:

  ა) ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 10.00 საათიდან – 18.00 საათამდე მომუშავე თანამშრომლებისათვის – ერთი საათით;

 

ბ) ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 18.00 საათიდან მომდევნო დღის (გარდა უქმესი) 10.00 საათამდე მომუშავე მორიგე თანამშრომლებისათვის – საათნახევრით;

 

გ) უქმე დღის წინა დღეს (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) – 18.00 საათიდან 24.00 საათამდე მომუშავე მორიგე თანამშრომლებისათვის – ნახევარი საათით.

 

ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული ცვლიანობის განრიგის გათვალისწინებით. ცვლიანობისა და შესვენების განრიგების ასლები ელექტრონული ფოსტის ან საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის (eDocument) საშუალებით ან გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა „Oracle“-ში ასახვით უნდა წარედგინოს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას

სამსახურის/

დეპარტამენტის/

სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს უფლება აქვს თანამშრომლებს ზეპირად/წერილობით განუსაზღვროს სამუშაო დროის განსხვავებული რეჟიმი (მათ შორის, დასვენების/უქმე დღეებში და სამუშაო დროის დამთავრების შემდგომ) ან/და განსხვავებული (დისტანციური) სამუშაო რეჟიმი, რომელიც უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შეუფერხებელ განხორციელებას.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 19 სექტემბრიდან.

სამსახურის უფროსი   ლევან კაკავა