დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 22235 |
დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
მიღების თარიღი | 25/08/2022 |
დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/08/2022 |
ძალაში შესვლის თარიღი | 19/09/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016681 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №12): ა) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა – „eGez“;“; ბ) მე-10 მუხლის „ს“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს1“ ქვეპუნქტი: „ს1) გაფორმების განყოფილებების ან გაფორმების ეკონომიკური ზონების მიერ გაწეული მომსახურებისათვის „მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათის“ კორექტირება;“; გ) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა „eGez“ ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა – „eGez“-ის ფუნქციებია: ა) ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან წარდგენილი განცხადებისა და დოკუმენტების (გარდა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შესატან ან თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან გასატან საქონელზე წარდგენილი განცხადებისა და დოკუმენტებისა) საფუძველზე საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის/დროებით შენახვის დეკლარაციის შევსება და მისთვის სარეგისტრაციო ნომრის მინიჭება; ბ) ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან წარდგენილი განცხადებისა და დოკუმენტების საფუძველზე დეკლარირებული/გაცხადებული საქონლის (გარდა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შესატანი ან თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან გასატანი საქონლისა) მიმართ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვების ან/და შეზღუდვების გამოყენების უზრუნველყოფა; გ) კომპეტენციის ფარგლებში, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან წარდგენილი განცხადებისა და დოკუმენტების საფუძველზე რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციისათვის/რეექსპორტის დეკლარაციისათვის (გარდა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შესატან ან თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან გასატან საქონელზე რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციისა) დერეფნის შერჩევის უზრუნველყოფა; დ) კომპეტენციის ფარგლებში, მწვანე და ლურჯ დერეფნებში მოხვედრილი საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის მიმართ საბაჟო ფორმალობის დასრულება, ასევე საბაჟო ფორმალობის დასრულება ყვითელ დერეფანში მოხვედრილი იმ საბაჟო დეკლარაციის მიმართ, რომლის „eCustoms“-ის გამოყენებით დამუშავებისას, მასში მითითებული მონაცემების იმპორტის გადასახდელზე საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, საქონელი გაიშვება გარანტიის წარდგენით ან/და კუთვნილი იმპორტის გადასახდელის გადახდით; ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან წარდგენილი განცხადებისა და დოკუმენტების საფუძველზე რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში/რეექსპორტის დეკლარაციაში ცვლილების შეტანა ან რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის (გარდა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შესატან ან თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან გასატან საქონელზე რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციისა) გაუქმება; ვ) დეკლარანტის მომართვის საფუძველზე, წარდგენილი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებაზე თანხმობის მიცემა ან/და სასაქონლო ექსპერტის მოწვევა; ზ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, კონვენციებითა და საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული, ტვირთის საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვის და მგზავრთა გადაყვანის ნებართვების/ავტორიზაციების გაფორმების ადგილზე წარდგენის კონტროლი; თ) კომპეტენციის ფარგლებში, საქონლის წარდგენის ვადების დაცვის შემოწმება და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში სამართლებრივი რეაგირება; ი) კომპეტენციის ფარგლებში, დასრულებული საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის დეკლარანტისათვის წარდგენის/გაგზავნის უზრუნველყოფა; კ) კომპეტენციის ფარგლებში იმპორტის გადასახდელის დარიცხვა; ლ) ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა „eGez“-ის მიერ დარიცხული იმპორტის გადასახდელის და საურავის თანხებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მომზადება (რომელსაც ხელს აწერს ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა „eGez“-ის უფროსი ან მისი მოადგილე), მისი ვალდებული პირისათვის წარდგენისა და მომსახურების დეპარტამენტისათვის გაგზავნის უზრუნველყოფა; მ) მომსახურების გაწევისათვის შესაბამისი საფასურის დარიცხვა; ნ) ელექტრონული გაფორმების ეკონომიკურ ზონა „eGez“-ში წარდგენილი გარანტიებით (საბანკო გარანტია, დაზღვევის პოლისი, თავდებობის ხელშეკრულება და სხვ.) უზრუნველყოფილი ვალდებულებების შესრულების კონტროლი, გარანტიის გაუქმების ან თანხის ჩამოჭრისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება; ო) ელექტრონული გაფორმების ეკონომიკურ ზონა „eGez“-ში წარდგენილი, შემოსავლების სამსახურის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული, იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის გარანტიის თანხის განკარგვის (მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით შესაბამის ბიუჯეტში მიმართვის ან გარანტორისათვის/პირისათვის უკან დაბრუნების) მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მონაცემთა დამუშავების სამმართველოსათვის წარდგენა; პ) ელექტრონული გაფორმების ეკონომიკურ ზონა „eGez“-ში წარდგენილი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული, წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის საფუძველზე გაანგარიშებული თანხის განკარგვის (მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვის ან გადამხდელისათვის უკან დაბრუნების) მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მონაცემთა დამუშავების სამმართველოსათვის წარდგენა; ჟ) შიდა გადამუშავებისას იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის გარანტიის სახით პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის მიზნით ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა „eGez“-ისათვის მიმართვისას – პირის უძრავი ქონების იპოთეკის ხელშეკრულების (რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი ან მისი მოადგილე) გაფორმების, ცვლილების ან შეწყვეტის, ხოლო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში – ვალის მართვის დეპარტამენტისათვის მიმართვის უზრუნველყოფა; რ) შიდა გადამუშავებისას იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფისათვის თავდების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის მიზნით ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა „eGez“-ისათვის მიმართვისას – საქართველოს რეზიდენტის თავდებობის ხელშეკრულებისა და თავდების უძრავი ქონების იპოთეკის ხელშეკრულების (რომლებსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი ან მისი მოადგილე) გაფორმების, ცვლილების ან შეწყვეტის, ხოლო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში – ვალის მართვის დეპარტამენტისათვის მიმართვის უზრუნველყოფა; ს) კომპეტენციის ფარგლებში, საბაჟო/საგადასახადო სანქციის სახით ჩამორთმეული საქონლის, საბაჟო ორგანოს ან დეკლარანტის ინიციატივით სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის, ან პროცედურის მფლობელის/საქონლის მფლობელის მიერ უცხოური საქონლის/მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემული საქონლის აღრიცხვა და ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის საბაჟო/საგადასახადო სანქციის სახით ჩამორთმეული საქონლის ან სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის შემთხვევაში, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოსთვის – თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემული საქონლის შემთხვევაში; ტ) კომპეტენციის ფარგლებში, საბაჟო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა-აღკვეთა, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა; უ) კომპეტენციის ფარგლებში, საბაჟო/ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვა; ფ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; ქ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება.“; დ) მე-14 მუხლის პირველი პუნქტის: დ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ა) წითელ ან ყვითელ დერეფანში განსაზღვრული საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის, აგრეთვე მატერიალური ფორმით წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე შევსებული საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის მიმართ საქონლის გაფორმებისა და გამოყენებული საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის დასრულების მიზნით: ა.ა) საქონლის წარდგენის პირობებისა და ვადების შემოწმება და სათანადო რეაგირება; ა.ბ) საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციისა და საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრისას წარდგენილი დოკუმენტების, დეკლარირების ვადების და დეკლარირების სისწორის შემოწმება (მათ შორის, სასაქონლო კოდის, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის, იმპორტის გადასახდელის დარიცხვის სისწორის შემოწმება); ა.გ) საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელება; ა.დ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების შემოტანასთან ან გატანასთან და საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული პირობების დაცვის შემოწმება; ა.ე) იმპორტის გადასახდელზე შეღავათების გამოყენების საფუძვლიანობის შემოწმება; ა.ვ) კომპეტენციის ფარგლებში იმპორტის გადასახდელის დარიცხვა;“; დ.ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ და „ა2“ ქვეპუნქტები: „ა1) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, მატერიალური ფორმით წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის შევსება; ა2) წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიებისა და სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის ადმინისტრირება;“; დ.გ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) კომპეტენციის ფარგლებში, რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციისათვის/რეექსპორტის დეკლარაციისათვის დერეფნის შერჩევის უზრუნველყოფა;“; დ.დ) „დ1“ და „დ2“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ1) განყოფილებაში წარდგენილი, შემოსავლების სამსახურის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული, იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის გარანტიის თანხის განკარგვის (მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით შესაბამის ბიუჯეტში მიმართვის ან გარანტორისათვის/პირისათვის უკან დაბრუნების) მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მონაცემთა დამუშავების სამმართველოსათვის წარდგენა; დ2) განყოფილებაში წარდგენილი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული, წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის საფუძველზე გაანგარიშებული თანხის განკარგვის (მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვის ან გადამხდელისათვის უკან დაბრუნების) მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მონაცემთა დამუშავების სამმართველოსათვის წარდგენა;“; ე) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის: ე.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მატერიალური ფორმით წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის შევსება და სარეგისტრაციო ნომრის მინიჭება;“; ე.ბ) „გ“ – „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) კომპეტენციის ფარგლებში, მატერიალური ფორმით წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დეკლარირებული საქონლის მიმართ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვების ან/და შეზღუდვების გამოყენების უზრუნველყოფა; დ) კომპეტენციის ფარგლებში, რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციისათვის/რეექსპორტის დეკლარაციისათვის დერეფნის შერჩევის უზრუნველყოფა; ე) კომპეტენციის ფარგლებში, მწვანე და ლურჯ დერეფნებში მოხვედრილი საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის მიმართ საბაჟო ფორმალობის დასრულება, ასევე საბაჟო ფორმალობის დასრულება ყვითელ დერეფანში მოხვედრილი იმ საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის მიმართ, რომლის „eCustoms“-ის გამოყენებით დამუშავებისას, მასში მითითებული მონაცემების იმპორტის გადასახდელზე საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, საქონელი გაიშვება გარანტიის წარდგენით ან/და კუთვნილი იმპორტის გადასახდელის გადახდით;“; ე.გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) კომპეტენციის ფარგლებში, დასრულებული საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის დეკლარანტისათვის ჩაბარება;“; ე.დ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) გაფორმების ეკონომიკურ ზონაში (გარდა ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა „eGez“-ისა) წარდგენილი გარანტიებით (საბანკო გარანტია, დაზღვევის პოლისი, თავდებობის ხელშეკრულება და სხვ.) უზრუნველყოფილი ვალდებულებების შესრულების კონტროლი, გარანტიის გაუქმების ან თანხის ჩამოჭრისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება;“; ე.ე) „ჟ2“ – „ჟ5“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ2) გაფორმების ეკონომიკურ ზონაში (გარდა ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა „eGez“-ისა) წარდგენილი, შემოსავლების სამსახურის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული, იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის გარანტიის თანხის განკარგვის (მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით შესაბამის ბიუჯეტში მიმართვის ან გარანტორისათვის/პირისათვის უკან დაბრუნების) მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მონაცემთა დამუშავების სამმართველოსათვის წარდგენა; ჟ3) გაფორმების ეკონომიკურ ზონაში (გარდა ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა „eGez“-ისა) წარდგენილი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული, წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის საფუძველზე გაანგარიშებული თანხის განკარგვის (მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვის ან გადამხდელისათვის უკან დაბრუნების) მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მონაცემთა დამუშავების სამმართველოსათვის წარდგენა; ჟ4) შიდა გადამუშავებისას იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის გარანტიის სახით პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის მიზნით გაფორმების ეკონომიკური ზონისათვის (გარდა ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა „eGez“-ისა) მიმართვისას – პირის უძრავი ქონების იპოთეკის ხელშეკრულების (რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი/მოადგილე) გაფორმების, ცვლილების ან შეწყვეტის, ხოლო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში – ვალის მართვის დეპარტამენტისათვის მიმართვის უზრუნველყოფა; ჟ5) შიდა გადამუშავებისას იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფისათვის თავდების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის მიზნით გაფორმების ეკონომიკური ზონისათვის (გარდა ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა „eGez“-ისა) მიმართვისას – საქართველოს რეზიდენტის თავდებობის ხელშეკრულებისა და თავდების უძრავი ქონების იპოთეკის ხელშეკრულების (რომლებსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი/მოადგილე) გაფორმების, ცვლილების ან შეწყვეტის, ხოლო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში – ვალის მართვის დეპარტამენტისათვის მიმართვის უზრუნველყოფა;“; ვ) 22-ე მუხლის „დ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ2“ – „დ5“ ქვეპუნქტები: „დ2) გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ან გაფორმების განყოფილებაში წარდგენილი, ვალდებულების შესრულების გარანტიების (საბანკო გარანტია, დაზღვევის პოლისი, თავდებობის ხელშეკრულება და სხვ.) გაუქმების ან თანხების ჩამოჭრისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებაზე მონიტორინგი; დ3) გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ან გაფორმების განყოფილებაში წარდგენილი, შემოსავლების სამსახურის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული, იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის გარანტიის თანხის განკარგვის (მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით შესაბამის ბიუჯეტში მიმართვის ან გარანტორისათვის/პირისათვის უკან დაბრუნების) მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის (მათ შორის, „საგადახდო დავალების“, რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი/მოადგილე და მონაცემთა დამუშავების სამმართველოს უფროსი/მოადგილე) მომზადება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისთვის წარდგენის უზრუნველყოფა; დ4) წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიებისა და სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის ადმინისტრირების მონიტორინგი; დ5) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული, წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის საფუძველზე გაანგარიშებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვის ან სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის ზედმეტად გადახდილი თანხის გადამხდელისათვის უკან დაბრუნების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის (რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი/მოადგილე და მონაცემთა დამუშავების სამმართველოს უფროსი/მოადგილე) მომზადება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისთვის წარდგენის უზრუნველყოფა;“. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 19 სექტემბრიდან.
სამსახურის უფროსი ლევან კაკავა
|
დოკუმენტის კომენტარები