დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 თებერვლის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 30 |
| დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/08/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/08/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.104.016490 |
|
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 თებერვლის N7 დადგენილებაში (www.Matsne.gov.ge, 25/02/2022, სარეგ. კოდი: 010260020.35.104.016467): ა) დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ფსიქიკურ ავადმყოფთა ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა 1.პროგრამის ბენეფიციარები არიან ფსიქიკური აშლილობებით შეპყრობილი ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ სსე (სამედიცინო სოციალური ექსპერტიზა) შემოწმების აქტის ამონაწერს სტატუსით – „მკვეთრად გამოხატული“ (პირველი ჯგუფი) და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებულ ოჯახების სარეიტინგო ქულას, (უპირატესობა მიენიჭება შედარებით დაბალ სარეიტინგო ქულას); 2.თუ „სოციალური კომისიის“ მიერ შერჩეულ ბენეფიციართა რაოდენობა ვერ ავსებს პროგრამით გათვალისწინებულ ბენეფიციართა რაოდენობას შევსება მოხდება სოციალური ქულების გაუთვალისწინებლად; 3.სავარაუდო ბენეფიციართა სიას, თანდართული მოთხოვნილი დოკუმენტაციით „სოციალურ კომისიაზე“ წარმოადგენენ მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში. საჭიროების შემთხვევაში „სოციალურ კომისიას“ შეუძლია მოითხოვოს ბენეფიციარის სამედიცინო ფორმა №100 სპეციალიზირებული დაწესებულებიდან; 4.პროგრამა გათვლილია 50 ბენეფიციარზე და ითვალისწინებს თითოეულზე ყოველთვიურად, უნაღდო ანგარიშწორებით, 50 ლარის ჩარიცხვას (აუცილებლობის შემთხვევაში დახმარება შეძლება ჩაერიცხოს ბენეფიციარის კანონიერ მხარდამჭერს); ბ) დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. .პროგრამა ითვალისწინებს თითოეულ ბენეფიციარზე ყოველთვიურად უნაღდო ანგარიშსწორებით პირად ანგარიშზე 150 ლარის ჩარიცხვას;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები