“ჯვარედინი დონორების პრინციპით ორგანოების აღებისა და გადანერგვის წესის შესახებ”

  • Word
“ჯვარედინი დონორების პრინციპით ორგანოების აღებისა და გადანერგვის წესის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 110/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 08/05/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 45, 19/05/2003
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.823
  • Word
110/ნ
08/05/2003
სსმ, 45, 19/05/2003
470.230.000.11.119.005.823
“ჯვარედინი დონორების პრინციპით ორგანოების აღებისა და გადანერგვის წესის შესახებ”
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარგეისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.823

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №110/ნ

2003 წლის 8 მაისი

ქ. თბილისი

ჯვარედინი დონორობის პრინციპით ორგანოების აღებისა და გადანერგვის წესის შესახებ

საქართველოს კანონის „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №8, 2000 წელი) შესაბამისად, ვბრძანებ:

დამტკიცდეს ჯვარედინი დონორობის პრინციპით ორგანოების აღებისა და გადანერგვის თანდართული წესი.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. გამყრელიძე

ჯვარედინი დონორობის პრინციპით ორგანოების აღებისა და გადანერგვის წესი

    მუხლი 1. ტრანსპლანტაციის საბჭოს თანხმობა ჯვარედინი დონორობის პრინციპით ორგანოს აღებაზე

ჯვარედინი დონორობის პრინციპით ორგანოს აღება უნდა მოხდეს ტრანსპლანტაციის საბჭოს თანხმობით.

    მუხლი 2. ჯვარედინი დონორობის პრინციპით დონორებისა და რეციპიენტების შერჩევა

ჯვარედინი დონორობის პრინციპით შერჩეული ორივე პოტენციური დონორი იმუნოლოგიურად უნდა იყოს თანაბრად ან თითქმის თანაბრად თავსებადი რეციპიენტის მიმართ.

    მუხლი 3. დონორის და რეციპიენტის ინფორმირება ორგანოთა ვაჭრობასთან დაკავშირებული შედეგების თაობაზე

ორივე დონორს და რეციპიენტს „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ” კანონის 21-ე მუხლით და „პაციენტის უფლებების შესახებ კანონის” მე-18 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან ერთად უნდა მიეწოდოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა დასჯადია.

    მუხლი 4. ჯვარედინი დონორობის პრინციპით შერჩეული დონორებისაგან ორგანოს აღების სინქრონულობა

1. ორგანოს აღების მიზნით ორივე დონორის ოპერაცია უნდა დაიწყოს ერთდროულად ერთსადაიმავე ან სხვადასხვა კლინიკაში;

2. თუ ერთმა დონორმა ნებისმიერ ეტაპზე ოპერაციის დაწყებამდე რაიმე მიზეზით უარი განაცხადა ორგანოს გაცემაზე, ან სხვა რაიმე ობიექტური მიზეზით ვერ ხორციელდება ერთ-ერთი ოპერაცია, არ შეიძლება მეორე ოპერაციის დაწყებაც;

3. თუ დონორის ორივე ოპერაციის დაწყების შემდგომ ერთ-ერთი ოპერაცია შეწყდა რაიმე მიზეზის გამო, ეს ხელს არ შეუშლის მეორე ოპერაციის ნორმალურ მიმდინარეობას;

4. თუ დონორის ოპერაციის მსვლელობაში დადგინდა, რომ ერთ-ერთი დონორის ორგანო გამოუსადეგარია (ან გახდა გამოუსადეგარი) რეციპიენტისათვის გადასანერგად, მეორე ოპერაციის მსვლელობაზე ეს გავლენას არ იქონიებს.

    მუხლი 5. სამედიცინო მომსახურების თანაბარი სტანდარტები

დონორ-რეციპიენტთა ორივე წყვილს უნდა ჰქონდეს ოპერაციის წარმატებით დასრულების და პოსტოპერაციულ პერიოდში მკურნალობისა და მოვლის თანაბარი პირობები.