დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქ. თბილისის წყალმომარაგების გაუმჯობესების საკითხთა სამთავრობო კომისიის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 136 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/07/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 97, 06/08/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/06/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/08/2009 - 14/08/2009)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №136
2009 წლის 31 ივლისი
ქ. თბილისი
ქ. თბილისის წყალმომარაგების გაუმჯობესების საკითხთა სამთავრობო კომისიის შესახებ
მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეიქმნას ქ. თბილისის წყალმომარაგების გაუმჯობესების საკითხთა სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
დავით ტყეშელაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი, კომისიის თავმჯდომარე
დავით ალავიძე – ქ. თბილისის მერის მოადგილე
მარიამ ვალიშვილი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე
გოჩა მამაცაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე
სულხან სისაური – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე
ნიკოლოზ ფრუიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ცეზარ ჩოჩელი – საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი.
მუხლი 2. დამტკიცდეს ქ. თბილისის წყალმომარაგების გაუმჯობესების საკითხთა სამთავრობო კომისიის თანდართული დებულება.
მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ქ. თბილისის წყალმომარაგების გაუმჯობესების საკითხთა სამთავრობო კომისიის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ქ. თბილისის წყალმომარაგების გაუმჯობესების საკითხთა სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) არის საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს ქ. თბილისის წყალმომარაგების გაუმჯობესების შესახებ.
2. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, განკარგულებებისა და ამ დებულების შესაბამისად.
მუხლი 2. კომისიის ძირითადი ამოცანები
1. კომისიის ძირითადი ამოცანებია:
ა) ქ. თბილისის წყალმომარაგების სისტემის ფუნქციონირების შეფასება და არსებული პრობლემების გადასაჭრელად წინადადებათა შემუშავება;
ბ) შესაბამისი უწყებებისათვის რეკომენდაციების მიცემა მათი ერთობლივი საქმიანობის კოორდინირებულად და ეფექტიანად წარმართვის მიზნით.
2. კომისია შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს შესაბამის სამთავრობო გადაწყვეტილებათა მისაღებად.
მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილებანი
კომისია უფლებამოსილია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი დაწესებულებებიდან გამოითხოვოს ქ. თბილისის წყალმომარაგებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია;
ბ) ცალკეულ საკითხთა მომზადებისა და წინადადებათა შემუშავების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფები;
გ) კონკრეტული საკითხის თაობაზე საკონსულტაციოდ მოიწვიოს შესაბამისი დარგის სპეციალისტები.
მუხლი 4. კომისიის თავმჯდომარე
კომისიის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;
ბ) ამტკიცებს კომისიის სამუშაო განრიგს;
გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს.
მუხლი 5. კომისიის სხდომის გამართვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი
1. კომისია საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით. კომისიის სხდომა იმართება არანაკლებ თვეში ერთხელ, წინასწარ დამტკიცებული დღის წესრიგით. სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
3. კომისიის სხდომის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილების მიღება ხდება კენჭისყრის წესით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
4. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე. ოქმში უნდა აისახოს კომისიის ნებისმიერი წევრის კენჭისყრაში მონაწილეობაზე თავშეკავების, უარის თქმის მიზეზი ან სხდომაზე გამოთქმული ნებისმიერი განსხვავებული აზრი.
5. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, სათათბირო ხმის უფლებით, შეიძლება მოწვეულ იქნენ პირები, რომლებიც არ შედიან კომისიის შემადგენლობაში. ამასთან, კომისიის წევრები და სათათბირო ხმის უფლებით მოწვეული პირები კომისიის მუშაობაში უნდა მონაწილეობდნენ პირადად.
6. კომისიის საბოლოო დასკვნას, წინადადებას ან სხვა სახის გადაწყვეტილებას ხელს აწერენ კომისიის წევრები.
მუხლი 6. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
მუხლი 7. კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები