,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/08/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 090020020.35.151.016345
15
26/08/2022
ვებგვერდი, 29/08/2022
090020020.35.151.016345
,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
 
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2022 წლის 26 აგვისტო

დაბა სტეფანწმინდა

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის №3 დადგენილებაში (www.matsne. Gov.ge, 06/03/2019 090020020.35.151.016272) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. დადგენილების  პირველი  მუხლით   დამტკიცებული   დანართის  მე-16  მუხლს დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„11. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, მერიამ მიმართოს დამოუკიდებელ ექსპერტს შესაბამისი დასკვნის მისაღებად;“

2.  დადგენილების პირველი   მუხლით დამტკიცებული დანართის მე-16 მუხლის  მე-2 პუნქტის  „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ" ამ მუხლის მე-2 პუნქტის შემთხვევაში შსს-ის სსიპ „საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ შედგენილი აქტი ან/და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი (ხანძრისა და სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლის ან/და ქონების დანგრევის ან მთლიანად განადგურებისას დადასტურების შესახებ),   არსებობის შემთხვევაში, ხანძრის ან სტიქიური მოვლენის ამსახველი შესაბამისი ფოტო ან ვიდეო მასალა;

3. დადგენილების პირველი    მუხლით დამტკიცებული დანართის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე.“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.“ დაზიანებული უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ან დაზიანებული ქონების საკუთრების დამადასტურებელი ცნობა-დოკუმენტი გაცემული შესაბამისი სამსახურის მიერ.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავითი ქირიკაშვილი