დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდი მიტარბის ტერიტორიულ საზღვრებში, ასევე, დაბა ბაკურიანიდან სოფელი ანდეზიტისა და ციხისჯვრის მიმართულებით ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით მარშრუტებისა და სამგზავრო მარშრუტებზე ტარიფების განსაზღვრის, მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებისა და ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი (უფასო) მგზავრობის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 83 |
| დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/08/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/08/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.139.016473 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/08/2022 - 25/10/2022)
|
დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის ტერიტორიულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით მარშრუტების დადგენის, სამგზავრო მარშუტებზე ტარიფების, ფასდაკლების სისტემის, მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებისა და ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის მეორე წინადადების, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის, „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №667 დადგენილების შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დადგინდეს დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტები:
ა) ავტობუსი №1 პოლიცია-დიდველი (ბორჯომის ქუჩა, თავისუფლების ქუჩა, აღმაშენებლის ქუჩა) უკუმიმართულება - აღმაშენებლის ქუჩა, თავისუფლების ქუჩა, ბორჯომის ქუჩა. ბ) ავტობუსი №2 ავტოსადგური-წაქაძის ქუჩა (წრიული) - თამარ მეფის ქუჩა, აღმაშენებლის ქუჩა, წაქაძის ქუჩა, ბორჯომის ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა. გ) ავტობუსი №3 ავტოსადგური-დიდი მიტარბი (თამარ მეფის ქუჩა, თავისუფლების ქუჩა, 9 აპრილის ქუჩა, „კოხტის ძირი“) უკუმიმართულება - „კოხტის ძირი“, 9 აპრილის ქუჩა, თავისუფლების ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა). |
| მუხლი 2 |
დადგინდეს დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული M3 კატეგორიის ავტობუსით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფი 1 (ერთი) ლარის ოდენობით. |
| მუხლი 3 |
დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული M3 კატეგორიის ავტობუსით რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას უფასო მგზავრობის უფლება მიეცეთ:
ა) დაბა ბაკურიანსა და სოფელ დიდ მიტარბში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირებს; ბ) დაბა ბაკურიანსა და სოფელ დიდ მიტარბში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებს; გ) დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდ მიტარბში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 65001-ზე ნაკლებია; დ) დაბა ბაკურიანის და სოფელი დიდი მიტარბის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების და ავტორიზებული კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებს; |
| მუხლი 4 |
დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის გადახდის სისტემას ნერგავს და ამ დადგენილებით განსაზღვრული მგზავრობის საფასურის მოკრებას ახორციელებს სააგენტოს მიერ შერჩეული შესაბამისი უფლებამოსილი სუბიექტი. |
| მუხლი 5 |
წინამდებარე დადგენილების მე-3 მუხლით დადგენილი კატეგორიების პირების მონაცემთა ბაზის განახლების მიზნით, არანაკლებ 3 თვეში ერთხელ, სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოსთვის ან სააგენტოს მიერ უფლებამოსილი სუბიექტ(ებ)ისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა ეთხოვოთ შემდეგ სუბიექტებს:
ა) ამ დადგენილების მე-3 მუხლის „დ“ პუნქტებით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემებში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნული ინფორმაციის მიწოდებას; ბ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის „გ“ პუნქტებით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს; გ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის „ბ“ პუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს. |
| მუხლი 6 |
მგზავრი ვალდებულია დადგენილების ავტობუსებით მგზავრობისთვის რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფით განსაზღვრული თანხა გადაიხადოს ელექტრონული გადახდის საშუალებით (ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან); |
| მუხლი 7 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები