დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 24 სექტემბრის N155 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 187 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 31/08/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/09/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.54.066.016266 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ სსიპ
– სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 24 სექტემბრის №155 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 24 სექტემბრის №155 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 28/09/2020, 040030000.54.066.016199) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ბრძანების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3 ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორებს, რომლებიც ამ ბრძანების ამოქმედებამდე ასრულებდნენ ინსპექტორის მოვალეობებს, ამ წესის შესაბამისად მოწმობის აღების ვალდებულება წარმოეშობათ 2023 წლის 1 იანვრიდან.“.
|
| მუხლი 2 |
2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 24 სექტემბრის №155 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 28/09/2020, 040030000.54.066.016199) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საკვალიფიკაციო მოთხოვნები ვრცელდება სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების კანდიდატებზე: ა) საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის ინსპექტორი დაშვებებით: ა.ა) საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის ინსპექტორი (OPS); ა.ბ) თვითმფრინავის პილოტი-ინსპექტორი (FOI/A); ა.გ) შვეულმფრენის პილოტი-ინსპექტორი (FOI/H); ა.დ) თვითმფრინავის ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფი) პილოტი-ინსპექტორი (FSTD/A); ა.ე) შვეულმფრენის ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფი) პილოტი-ინსპექტორი (FSTD/H); ა.ვ) სამგზავრო სალონის უსაფრთხოების ინსპექტორი (CSI); ბ) საფრენად ვარგისობის ზედამხედველობის ინსპექტორი (AIR) დაშვებებით: ბ.ა) თვითმფრინავის საფრენად ვარგისობის ზედამხედველობის ინსპექტორი (A); ბ.ბ) შვეულმფრენის საფრენად ვარგისობის ზედამხედველობის ინსპექტორი (H); ბ.გ) საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს ინსპექტორი (AMO; CAMO); ბ.დ) თვითმფრინავის ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფი) ტექნიკური ექსპლუატაციის (ვარგისობის) ინსპექტორი (FSTD/A); ბ.ე) შვეულმფრენის ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფი) ტექნიკური ექსპლუატაციის (ვარგისობის) ინსპექტორი (FSTD/H); გ) ავიასამედიცინო შემფასებელი (MED); დ) სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების ინსპექტორი დაშვებებით: დ.ა) სასწავლო დაწესებულების ინსპექტორი (ATO); დ.ბ) საფრენოსნო და მომსახურე ეკიპაჟის სასწავლო დაწესებულების ინსპექტორი (ATO/FCL(A), ATO/FCL(H), ATO/CC); დ.გ) საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის სასწავლო დაწესებულების ინსპექტორი (ATO/ATCO); დ.დ) საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების პერსონალის სასწავლო დაწესებულების ინსპექტორი (AMTO); ე) სახიფათო ტვირთების გადაზიდვის ინსპექტორი (DG); ვ) აეროდრომის/ვერტოდრომის ინსპექტორი (AGA), დაშვებებით: ვ.ა) აეროდრომის/ვერტოდრომის ინფრასტრუქტურის ინსპექტორი (IFS); ვ.ბ) აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არეების ინსპექტორი (OLS); ვ.გ) აეროდრომის/ვერტოდრომის ვიზუალური საშუალებების ინსპექტორი (VIS); ვ.დ) აეროდრომის/ვერტოდრომის ელექტროუზრუნველყოფის სისტემების ინსპექტორი (ELS); ვ.ე) აეროდრომის/ვერტოდრომის ველური ბუნების კონტროლის ინსპექტორი (WLC); ვ.ვ) აეროდრომის/ვერტოდრომის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინსპექტორი (RFF); ვ.ზ) აეროდრომის/ვერტოდრომის საგანგებო ვითარების მართვის სისტემის ინსპექტორი (EMS); ვ.თ) ავიასაწვავგამმართველი საწარმოს ინსპექტორი (FUS); ვ.ი) აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატაციის ინსპექტორი (AOP); ზ) საავიაციო უშიშროების ინსპექტორი (AVSEC); თ) სააერნაოსნო მომსახურების ინსპექტორი (ANS) დაშვებებით: თ.ა) საჰაერო მოძრაობის ორგანიზების ინსპექტორი (ATM); თ.ბ) კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და რადიოსალოკაციო მომსახურების ინსპექტორი (CNS); თ.გ) მეტეოროლოგიური მომსახურების ინსპექტორი (MET); თ.დ) სააერნაოსნო ინფორმაციით მომსახურების ინსპექტორი (AIS); თ.ე) ფრენის პროცედურების დიზაინის ინსპექტორი (PANS-OPS); თ.ვ) საავიაციო რუკების ინსპექტორი (Cartographic); თ.ზ) საავიაციო ძებნა-შველის ინსპექტორი (SAR); თ.თ) საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის კვალიფიკაციის შეფასების ინსპექტორი (ATCO/ASR) ი) უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატანტის ინსპექტორი (UAS); კ) ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის საფრენოსნო ექსპლუატაციის და ექსპლუატანტის სერტიფიცირების ინსპექტორი (ULA-OPS); ლ) საერთო დანიშნულების ავიაციის ინსპექტორი (GAU); მ) საჰაერო ხომალდის სპეციალიზებული ექსპლუატაციის ინსპექტორი (SPO); ნ) საჰაერო ხომალდის ბაქანზე ინსპექტირების ინსპექტორი (RAMP); უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის ბაქანზე ინსპექტირების ინსპექტორი (SAFA).“ 2. მე-2 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის კანდიდატს, შესაბამისი კანონმდებლობითა და ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების გარდა, დამატებით მოეთხოვებათ: ა) ინგლისური ენის ცოდნა, მოლაპარაკებების წარმართვის, საავიაციო შინაარსის ტექსტების კითხვის, აღქმისა და გადმოცემის დონეზე და ბ) სააგენტოში სპეციალისტის რანგში (პოზიციაზე) მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება. 4. დაუშვებელია პირის დანიშვნა ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორად, რომლის მიმართ სააგენტოს გამოყენებული აქვს სამართალდარღვევის აღსრულების ღონისძიება.“. 3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები 1. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის ინსპექტორის (OPS) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) განათლება საინჟინრო ან საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის მიმართულებით; ბ) ფრენების მომზადების, საჰაერო ხომალდის საფრენოსნო ან ტექნიკური ექსპლუატაციის სპეციალიზაციით ან ავიაკომპანიის მართვის სისტემის სფეროში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის მიმართულებით განათლების შემთხვევაში, ხოლო არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება საინჟინრო განათლების შემთხვევაში. 2. თვითმფრინავის (FOI/A), შვეულმფრენის (FOI/H), ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (FSTD/A; FSTD/H) პილოტი-ინსპექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) განათლება საჰაერო ტრანსპორტის საფრენოსნო ექსპლუატაციის (პილოტის) სპეციალიზაციით; ბ) საფრენოსნო მუშაობის გამოცდილება FOI/A-ს და FSTD/A-ს შემთხვევაში არანაკლებ 2000 ნაფრენი საათისა, ხოლო FOI/H და FSTD/H-ს შემთხვევაში – არანაკლებ 1000 ნაფრენი საათისა; გ) პილოტის მოწმობა შესაბამისი კატეგორიის საჰაერო ხომალდზე, ინსტრუქტორის საკვალიფიკაციო აღნიშვნით. შენიშვნა: პილოტის მოწმობა შეიძლება იყოს როგორც მოქმედი, ასევე – მოქმედების ვადის არმქონე. 3. სამგზავრო სალონის უსაფრთხოების ინსპექტორის (CSI) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) განათლება ბორტგამყოლის სპეციალიზაციით; ბ) საფრენოსნო მუშაობის არანაკლებ სამწლიანი და ბორტგამყოლ-ინსტრუქტორად მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება. 4. საჰაერო ხომალდის ბაქანზე ინსპექტირების ინსპექტორი (RAMP); უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის ბაქანზე ინსპექტირების ინსპექტორი (SAFA): ა) შესაბამისი განათლება ან სპეციალიზებული სწავლება და ბოლო 5 წლის განმავლობაში მუშაობის გამოცდილება ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი მიმართულებით: ა.ა) უმაღლესი ან პროფესიული განათლება და საჰაერო ხომალდის საფრენოსნო ან ტექნიკური ექსპლუატაციის, ან საავიაციო პერსონალის სერტიფიცირების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება; ა.ბ) პილოტის, ბორტინჟინრის, ბორტგამყოლის ან ავიატექნიკოსის მოწმობა და საჰაერო ხომალდის საფრენოსნო ან ტექნიკური ექსპლუატაციის ან საჰაერო ხომალდის მომსახურე ეკიპაჟის წევრად მუშაობის გამოცდილება; ა.გ) სახიფათო ტვირთების გადაზიდვების სფეროში მომზადების კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი და სახიფათო ტვირთების მომსახურების ან გადაზიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება; ბ) SAFA ინსპექტორის შემთხვევაში, ინგლისური ენის ცოდნა და ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი მოქმედი სერტიფიკატი, (ICAO English Proficiency Level 4 ან Common European Framework for Languages – Level B2), იმ შემთხვევაში, თუ საშუალო, პროფესიული ან უმაღლესი განათლების მიღების ენას არ წარმოადგენდა ინგლისური. შენიშვნა: შესაბამისი მოწმობა შეიძლება იყოს როგორც მოქმედი, ასევე – მოქმედების ვადის არმქონე. 5. საფრენად ვარგისობის ზედამხედველობის (AIR) ინსპექტორის (A; H; AMO; FSTD/A; FSTD/H; CAMO) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) განათლება საჰაერო ტრანსპორტის ტექნიკური ექსპლუატაციის სპეციალიზაციით; ბ) შესაბამისი კატეგორიის საჰაერო ხომალდზე ან ტექნიკური მომსახურების საწარმოში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება. 6. ავიასამედიცინო შემფასებლის (MED) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი სამედიცინო განათლება; ბ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოქმედი სერტიფიკატი; გ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი და საავიაციო მედიცინის სფეროში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება. 7. სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების ინსპექტორს (ATO) მოეთხოვება სამოქალაქო ავიაციის სფეროში ხარისხის ან უსაფრთხოების მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება. 8. საფრენოსნო ეკიპაჟის სასწავლო დაწესებულების ინსპექტორის (ATO/FCL(A), ATO/FCL(H)) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) განათლება საჰაერო ტრანსპორტის საფრენოსნო ექსპლუატაციის (პილოტის) სპეციალიზაციით; ბ) საფრენოსნო გამოცდილება შესაბამისი კატეგორიის საჰაერო ხომალდზე, ინსტრუქტორის საკვალიფიკაციო აღნიშვნით. 9. მომსახურე ეკიპაჟის სასწავლო დაწესებულების ინსპექტორის (ATO/CC) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) განათლება საჰაერო ტრანსპორტის საფრენოსნო ექსპლუატაციის (პილოტის) ან ბორტგამყოლის სპეციალიზაციით; ბ) საფრენოსნო მუშაობის არანაკლებ სამწლიანი და ინსტრუქტორად მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება. 10. საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის სასწავლო დაწესებულების ინსპექტორის (ATO/ATCO) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) განათლება საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის სპეციალიზაციით; ბ) საჰაერო მოძრაობის მომსახურების სწავლების ან შეფასების მიმართულებით მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება. შენიშვნა: საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობა შეიძლება იყოს როგორც მოქმედი, ასევე მოქმედების ვადის არმქონე. 11. საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების პერსონალის სასწავლო დაწესებულების (ATO/MTO) ინსპექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) განათლება საჰაერო ტრანსპორტის ტექნიკური ექსპლუატაციის სპეციალიზაციით; ბ) შესაბამისი კატეგორიის საჰაერო ხომალდზე ტექნიკური მომსახურების საწარმოში ან საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების პერსონალის სასწავლო დაწესებულებაში შესაბამისი მიმართულებით მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება. 12. სახიფათო ტვირთების გადაზიდვის ინსპექტორს (DG) მოეთხოვება სახიფათო ტვირთის საჰაერო გადაზიდვის ან სახიფათო ტვირთის მომსახურების სწავლების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება, ან სააგენტოში შესაბამისი მიმართულებით მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება. 13. აეროდრომის/ვერტოდრომის ინფრასტრუქტურის ინსპექტორი (IFS): ა) უმაღლესი საინჟინრო განათლება მშენებლის სპეციალიზაციით; ბ) ავიასაწარმოში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება აეროდრომის/ვერტოდრომის დაგეგმარების, ექსპლუატაციის ან ტექნიკური მომსახურების მიმართულებით. 14. ავიასაწვავგამმართველი საწარმოს ინსპექტორი (FUS): ა) უმაღლესი განათლება ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალიზაციით; ბ) ავიასაწარმოში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება აეროდრომის/ვერტოდრომის დაგეგმარების, ექსპლუატაციის ან ტექნიკური მომსახურების მიმართულებით. 15. აეროდრომის/ვერტოდრომის ელექტროუზრუნველყოფის სისტემების ინსპექტორი (ELS): ა) უმაღლესი განათლება ინჟინერ-ელექტრიკოსის სპეციალიზაციით; ბ) ავიასაწარმოში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება აეროდრომის/ვერტოდრომის დაგეგმარების, ექსპლუატაციის ან ტექნიკური მომსახურების მიმართულებით. 16. აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არეების ინსპექტორი (OLS); აეროდრომის/ვერტოდრომის ვიზუალური საშუალებების ინსპექტორი (VIS): ა) უმაღლესი საინჟინრო განათლება მშენებლის ან ინჟინერ-ელექტრიკოსის სპეციალიზაციით; ბ) ავიასაწარმოში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება აეროდრომის/ვერტოდრომის დაგეგმარების, ექსპლუატაციის ან ტექნიკური მომსახურების მიმართულებით. 17. აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატაციის ინსპექტორი (AOP): ა) უმაღლესი საინჟინრო განათლება მშენებლის, ინჟინერ-მექანიკოსის ან ინჟინერ-ელექტრიკოსის სპეციალიზაციით; ბ) ავიასაწარმოში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება აეროდრომის/ვერტოდრომის დაგეგმარების, ექსპლუატაციის ან ტექნიკური მომსახურების მიმართულებით. 18. აეროდრომის/ვერტოდრომის ველური ბუნების კონტროლის ინსპექტორს (WLC); აეროდრომის/ვერტოდრომის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინსპექტორს (RFF); აეროდრომის/ვერტოდრომის საგანგებო ვითარების მართვის სისტემის ინსპექტორს (EMS) მოეთხოვებათ უმაღლესი განათლება ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალიზაციით. 19. საავიაციო უშიშროების ინსპექტორს (AVSEC) მოეთხოვება საავიაციო უშიშროების სფეროში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება, ან ფრენის უსაფრთხოების სფეროში მართლსაწინააღმდეგო ქმედების საპასუხო მოქმედებებში ჩართულ უწყებაში, ორგანიზაციაში ან ავიასაწარმოში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება. 20. საჰაერო მოძრაობის ორგანიზების ინსპექტორის (ATM) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) განათლება საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის სპეციალიზაციით; ბ) მეთვალყურედ მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება. 21. კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და რადიოსალოკაციო მომსახურების ინსპექტორის (CNS) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) განათლება ტექნიკური საშუალებების მომსახურების სპეციალიზაციით; ბ) ტექნიკური საშუალებების მომსახურების ტექნიკოსად მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება. 22. მეტეოროლოგიური მომსახურების ინსპექტორის (MET) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) განათლება მეტეოროლოგის, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის ან პილოტის სპეციალიზაციით; ბ) შესაბამისი მიმართულებით მუშაობის (მეტეოროლოგი, პილოტი, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურე) არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება. 23. ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების ინსპექტორს (AIS) მოეთხოვება სააერნაოსნო მომსახურების საწარმოში ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების სფეროში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება. 24. ფრენის პროცედურების დიზაინის ინსპექტორის (PANS-OPS) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) განათლება პილოტის ან ავიამეთვალყურის სპეციალიზაციით ან სწავლება შესაბამისი სპეციალიზაციით; ბ) შესაბამისი მიმართულებით (პილოტად ან საჰაერო მოძრაობის მეთვალყურედ, ან ჰაერნაოსნობასთან უშუალოდ დაკავშირებული სპეციალობით) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება. 25. საავიაციო რუკების ინსპექტორის (Cartographic) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) განათლება კარტოგრაფიის სპეციალიზაციით ან სწავლება შესაბამისი სპეციალიზაციით; ბ) სააერნაოსნო მომსახურების საწარმოში ან სააგენტოში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება. 26. საავიაციო ძებნა-შველის ინსპექტორის (SAR) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) სწავლება შესაბამისი სპეციალიზაციით; ბ) საგანგებო სიტუაციების მართვის ან სახელმწიფო ავიაციის სისტემაში, ან სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში საჰაერო მოძრაობის ორგანიზების (ATM) მიმართულებით მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება. 27. საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის კვალიფიკაციის შეფასების ინსპექტორის (ATCO/ASR) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო პუნქტზე მოქმედი დაშვება; ბ) მეთვალყურედ მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება; 28. უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატანტის ინსპექტორის (UAS) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) განათლება საჰაერო ხომალდის საფრენოსნო ან ტექნიკური ექსპლუატაციის (პილოტის ან ავიატექნიკოსის) სპეციალიზაციით; ბ) უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციის სამწლიანი გამოცდილება 29. საჰაერო ხომალდის სპეციალიზებული ექსპლუატაციის ინსპექტორის (SPO) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) განათლება საჰაერო ხომალდის საფრენოსნო ან ტექნიკური ექსპლუატაციის (პილოტის ან ავიატექნიკოსის) სპეციალობით, ან სწავლება შესაბამისი სპეციალიზაციით; ბ) ავიასაწარმოში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება. 30. ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის საფრენოსნო ექსპლუატაციის და ექსპლუატანტის სერტიფიცირების ინსპექტორის (ULA–OPS) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) განათლება საჰაერო ხომალდის საფრენოსნო ან ტექნიკური ექსპლუატაციის (პილოტის ან ავიატექნიკოსის) სპეციალიზაციით; ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება. 31. საერთო დანიშნულების ავიაციის ინსპექტორის (GAU) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) განათლება საჰაერო ხომალდის საფრენოსნო ან ტექნიკური ექსპლუატაციის (პილოტის ან ავიატექნიკოსის) სპეციალიზაციით; ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება.“. |
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები