„სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების აღრიცხვის წესის და ფორმის, მოკვლევის პროცედურებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 12 სექტემბრის №01-11/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 01-82/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 09/09/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.017010
01-82/ნ
09/09/2022
ვებგვერდი, 09/09/2022
470230000.22.035.017010
„სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების აღრიცხვის წესის და ფორმის, მოკვლევის პროცედურებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 12 სექტემბრის №01-11/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
„სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების აღრიცხვის წესის და ფორმის, მოკვლევის პროცედურებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 12 სექტემბრის №01-11/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-82/ნ

2022 წლის 9 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების აღრიცხვის წესის და ფორმის, მოკვლევის პროცედურებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 12 სექტემბრის №01-11/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების აღრიცხვის წესის და ფორმის, მოკვლევის პროცედურებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 12 სექტემბრის №01-11/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 14/09/2018, სარეგისტრაციო კოდი: 470230000.22.035.016520) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის (სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების აღრიცხვის, მოკვლევისა და ანგარიშგების წესი):

1. მე-2 მუხლის:

) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევა ზედამხედველი ორგანოს მხრიდან არ ექვემდებარება აღრიცხვას, მოკვლევასა და ანგარიშგებას, თუ:

ა) არ არის განპირობებული საწარმოო მიზეზებითა და ტრავმებით;

ბ) გამოწვეულია დასაქმებულ(ებ)ის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის გამო/პროცესში;

გ) გამოწვეულია პირადი მიზნებისათვის ჩადენილი ქმედებისას და აღნიშნული ქმედების განხორციელებაზე არ არსებობდა დამსაქმებლის ნებართვა;

დ) წარმოადგენს მსუბუქ უბედურ შემთხვევას (დაზიანება შრომისუნარიანობის დაკარგვის გარეშე ან შრომისუნარიანობის დაკარგვით არაუმეტეს 3 დღისა) და არ არსებობს ეჭვი იმის თაობაზე, რომ უბედური შემთხვევა უკავშირდება სამუშაო სივრცეში არსებულ სისტემურ დარღვევებს.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უბედური შემთხვევის დასადასტურებლად ზედამხედველი ორგანოს მიმართ მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს.

5. დამსაქმებელი ვალდებულია პრევენციული მიზნებისათვის, აღრიცხოს, მოიკვლიოს და შეაფასოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უბედური შემთხვევები.

6. თუ ზედამხედველ ორგანოს გაუჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უბედური შემთხვევა გამოწვეულია სისტემური დარღვევებით, განახორციელებს უბედური შემთხვევის მოკვლევას ამ წესის შესაბამისად.“.

2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ფატალური უბედური შემთხვევისას – 20 კალენდარული დღის ვადაში;“.

3. მე-10 მუხლის:

) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) უზრუნველყოს სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევის მოკვლევა 30 კალენდარული დღის განმავლობაში. დადგენილი ვადის გაგრძელება შესაძლებელია ზედამხედველი ორგანოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, უბედური შემთხვევის მოკვლევისათვის საჭირო გონივრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს უბედური შემთხვევის მოხდენის შედეგების დადგენის მიზნით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის გაცემის ვადისა.“.

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. უბედური შემთხვევის მოკვლევა არ უნდა დაიწყოს ან დაწყებული მოკვლევა შესაძლებელია შეწყდეს, თუ დადგინდება, რომ სახეზეა ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა ან/და სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევა არ უკავშირდება სამუშაო პროცესს. მოკვლევის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებელს წერილობით ეცნობება 10 კალენდარული დღის ვადაში.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი