„საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 23/05/1991
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, -, 31/05/1991
ძალის დაკარგვის თარიღი 25/11/1995
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
-
23/05/1991
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, -, 31/05/1991
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

„საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონში დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 14 მაისის კანონის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის 1991 წლის 22 მაისის ბრძანებულების გათვალისწინებით და „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონში დამატების შეტანის თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს 1991 წლის 14 მაისის კანონის შესაცვლელად საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

I. „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 18 აპრილის კანონში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებანი და ცვლილებანი:

1. 24-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს სიტყვები:

„..., რომლის შესახებაც ოგო გადაწყვეტილებას იღებს არჩევნების ჩატარებიდან არა უგვიანეს ორი დღისა“.

2. 25-ე მუხლში:

ა) მე-3 ნაწილს დაემატოს შემდეგი ტექსტი:

„იმ უბნებში, რომლებშიც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი თუ ამომრჩეველთა რიცხვი იმდენად დიდია, რომ არჩევნებში მათ მონაწილეობას შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა არჩევნების ჩატარებულად ჩათვლაზე, არჩევნებში გამარჯვებულის გამოვლენაზე ან არჩევნების მეორე ტურში მონაწილე პრეზიდენტობის კანდიდატების გამოვლენაზე, ამ უბნებში ტარდება ხელახალი ხმის მიცემა არჩევნების დღიდან ორი კვრის ვადაში“;

ბ) მე-4 ნაწილში სიტყვები „ორი კვირის“ შეიცვალოს სიტყვებით „სამი კვირის“;

გ) მე-5 ნაწილს დაემატოს შემდეგი ტექსტი:

„საჩივრები არჩევნების ჩატარებისა და მისი შედეგების დადგენის კანონიერების თაობაზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შეიძლება წარედგინოს არჩევნების ჩატარებიდან არა უგვიანეს სამი დღისა. მათ შესახებ კომისია გადაწყვეტილებას იღებს არჩევნებიდან არა უგვიანეს ხუთი დღისა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებისა და კომისიის მიერ საარჩევნო კანონის დარღვევის გამო საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში საჩივრის შეტანის უფლება აქვთ პრეზიდენტობის კანდიდატს და მისი წარმდგენი პარტიის, საარჩევნო ბლოკის ან ამომრჩეველთა ჯგუფის პასუხისმგებელ წარმომადგენელს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნების ჩატარებიდან არა უგვიანეს ექვსი დღისა.

სასამართლოს, რომელიც საქმეს განიხილავს, გადაწყვეტილება გამოაქვს არჩევნების დღიდან არა უგვიანეს ცხრა დღისა. აღნიშნული გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

ცენტრალური საარჩევნო კომისია დაუყოვნებლივ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე აჩერებს არჩევნების შედეგების დადგენას.

თუ პრეზიდენტობის კანდიდატს, მისი წარმდგენი პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა ჯგუფის პასუხისმგებელ წარმომადგენელს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, პრეზიდენტობის კანდიდატის ნდობით აღჭურვილ რომელიმე პირს ან მისი წარმდგენი პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა ჯგუფის ან მისი რომელიმე წარმომადგენელს საარჩევნო უბანში დაუმტკიცდება არჩევნების დღეს ამომრჩეველთა ნებაზე, კანონით დაუშვებელი ზემოქმედება, მაშინ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებით საარჩევნო კომისია გააუქმებს პრეზიდენტობის ამ კანდიდატისათვის მიცემული ხმების მთელ რაოდენობას ამ უბანში. იმ შემთხვევაში, როდესაც გაუქმებულ ხმათა რაოდენობას შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა არჩევნების ჩატარებულად ჩათვლაზე, არჩევნებში სხვა გამარჯვებული კანდიდატის გამოვლენაზე ან არჩევნების მეორე ტურში მონაწილე პრეზიდენტობის კანდიდატების გამოვლენაზე, შესაბამის უბნებში დარჩენილი კანდიდატების მონაწილეობით ტარდება ხელახალი ხმის მიცემა არჩევნების დღიდან ორი კვირის ვადაში.“;

დ) მე-6 ნაწილში რიცხვი „5“ შეიცვალოს რიცხვით „10“;

ე) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

„ოქმი პირველი ცალი ინახება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, მეორე ცალი გადაეცემა საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს, თითო ცალი კი უნდა ჩაბარდეს პრეზიდენტობის კანდიდატების წარმომადგენლებს.“;

ვ) 26-ე მუხლის მეორე ნაწილში სიტყვები: „ორი კვირის“ შეიცვალოს სიტყვებით „სამი კვირისა“.

II. კანონი ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი         ზ. გამსახურდია.

თბილისი, 1991 წლის 23 მაისი.