დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/08/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/08/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.115.016360 |
|
„ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28-იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 0102250020.35.115.016346. 31.01.2022წ) ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 იანვრის №1 დადგენილებით დამტკიცებულ წესში შემდეგის მიხედვით:
1. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. ომის ვეტერანთა დახმარებები 1. ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება მიეცემა საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებს, თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 500 (ხუთას) ლარს. 2. დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს: ა) წერილობითი განაცხადი მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის ასლი; გ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის მოწმობის ასლი; დ) დოკუმენტი (დოკუმენტები), რომელიც დაადასტურებს გარდაცვლილთან ნათესაურ (მეუღლე, მშობელი, შვილი) კავშირს; ე) გარდაცვალების მოწმობა; ვ) საბანკო რეკვიზიტები; ზ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები