დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 ივლისის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/08/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/08/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.115.016359 |
|
„ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 ივლისის №12 დადგენილებაში და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით.
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“ 2. დადგენილების მე-2-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (w.w.w.matsne.gov.ge, 010260020.35.115.016252, 31/01/2018წ) ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის №10 დადგენილება. 3. დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება“. 4. დანართის მე-2 მუხლში ნუმერაცია „1“ ამოღებულ იქნეს. 5. დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. 6. დანართის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს.“. 7.დანართის მე-4 მუხლის მე-3-ე პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ“. 8. დანართის მე-5 მუხლში ნუმერაცია „1“ ამოღებულ იქნეს. 9. დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილება. განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის საბუღალტრო აღრიცხვას; ბ) ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად ხარჯვის გაწევას, საფინანსო ოპერაციების წარმოებას; გ) მუნიციპალიტეტის საბანკო ანგარიშების მართვას, ურთიერთობებს ხაზინასთან და საბანკო დაწესებულებებთან; დ) მუნიციპალიტეტის მიერ აღებული და გაცემული სესხების მართვას; ე) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების, სამივლინებო ხარჯების და სხვა გადასახდელების გაცემას; ვ) მოქმედი კანონმდებლობით,მერის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“. 10. დანართის მე-8-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება. განყოფილება უზრუნველყოფს: ა) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურების სარგებლობაში არსებული ქონების აღწერა ინვენტარიზაციას; ბ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების მოვლა-პატრონობას, აღჭურვას, რემონტს, კეთილმოწყობას, დაგვა-დალაგებას, კომუნალურ მომსახურებასა და დაცვას; გ) მუნიციპალური ქონების აღწერა, ინვენტარიზაციას, მოვლა-პატრონობას; დ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას; ე) საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურებას; ვ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურების საოფისე მასალებით მომარაგებას; ზ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურების ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა სახით სარგებლობის წესების დაცვას; თ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებ. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები