საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის საკითხების გადაწყვეტის წესის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის საკითხების გადაწყვეტის წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო
მიღების თარიღი 23/05/1991
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 5, 31/05/1991
ძალის დაკარგვის თარიღი 11/11/1997
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
-
23/05/1991
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 5, 31/05/1991
000000000.00(0).000.000000
საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის საკითხების გადაწყვეტის წესის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/05/1991 - 03/12/1991)

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს

დადგენილება

 

საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის საკითხების გადაწყვეტის წესის შესახებ

 

საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 104-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს უზენაესი საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის საკითხების გადაწყვეტის წესი.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 17 მარტის ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის საკითხების გადაწყვეტის წესის შესახებ“.

 

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე    ა. ასათიანი

თბილისი, 1991 წლის 23 მაისი.

 

დამტკიცებულია

საქართველოს

  რესპუბლიკის უზენაესი

საბჭოს 1991 წლის 23 მაისის დადგენილებით

 

საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ - ტერიტორიული მოწყობის საკითხების გადაწყვეტის

საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: რესპუბლიკური (საქართველოს, ავტონომიური რესპუბლიკის) დაქვემდებარების რაიონი და ქალაქი; რაიონული დაქვემდებარების ქალაქი, დაბა, თემი, სოფელი. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული თემი აერთიანებს რამდენიმე დასახლებულ პუნქტს სოფელს ან სოფელთა ჯგუფს.

საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული ერთეულია რაიონი, ქალაქის რაიონი და თემი, ხოლო დასახლებული პუნქტებია: საქართველოს რესპუბლიკის, ავტონომიური რესპუბლიკის, რაიონული დაქვემდებარების ქალაქი, ქალაქის ტიპის დაბა, სოფელი.

რიგ შემთხვევებში ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულისა და ტერიტორიული ერთეულის (დასახლებული პუნქტის) საზღვრები ერთმანეთს ემთხვევა.

საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოებია

) რესპუბლიკური დაქვემდებარების (საქართველოს, ავტონომიური რესპუბლიკის) რაიონსა და ქალაქში რაიონის (ქალაქის) საკრებულო და რაიონის (ქალაქის) პრეფექტურა;

) რაიონული დაქვემდებარების ქალაქში (ქალაქის რაიონში, დაბაში, თემში, სოფელში) ქალაქის (ქალაქის რაიონის, თემის, დაბის, სოფლის საკრებულო და ქალაქის (ქალაქის რაიონის, თემის, დაბის, სოფლის) გამგეობა ან გამგებელი.

I. ქალაქების, რაიონების, ქალაქის რაიონების, ქალაქის ტიპის დაბების, თემების, სოფლების შექმნა და გაუქმება, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა

1. საქართველოს რესპუბლიკის დაქვემდებარების რაიონებსა და ქალაქებს ქმნის და აუქმებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარდგინებით.

2. ქალაქებს, ქალაქის რაიონებს ქმნის, აუქმებს, ამტკიცებს მათ საზღვრებს და გარდაქმნის ქალაქებს (კატეგორიას უცვლის) საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი რესპუბლიკის მთავრობის წარდგინებით, შესაბამისი რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქის (რაიონის) საკრებულოსა და პრეფექტის ერთობლივი შუამდგომლობით.

3. აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რაიონებს. ქალაქის რაიონებს ქმნიან, აუქმებენ და ქალაქებს გარდაქმნიან (კატეგორიას უცვლიან) ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი საბჭოები ამ რესპუბლიკების  მინისტრთა საბჭოების წარდგინებით, შესაბამისი რაიონის ან ქალაქის (ავტონომიური რესპუბლიკის დაქვემდებარების) საკრებულოსა და პრეფექტის ერთობლივი შუამდგომლობით, რასაც შემდგომ ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი.

4. რაიონების, თემების ადმინისტრაციულ ცენტრებს, თემებს, სოფლებს, ქმნის და აუქმებს, მათ საზღვრებს ადგენს და ცვლის საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი რესპუბლიკის მთავრობის წარდგინებით, შესაბამისი რაიონის საკრებულოსა და პრეფექტის ერთობლივი შუამდგომლობით.

5. აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ამ წესის მე-4 მუხლში მითითებული ცვლილებები ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ დაყოფაში შეაქვთ ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი საბჭოების პრეზიდიუმებს ამ რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების წარდგინებით, შესაბამისი რაიონის, ქალაქის საკრებულოებისა და პრეფექტის ერთობლივი შუამდგომლობით, რასაც შემდგომ ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი.

II. დასახლებული პუნქტების კლასიფიკაცია და მათი მიკუთვნება ქალაქებისა
და ქალაქის ტიპის დაბების კატეგორიისადმი

6. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული ყველა დასახლებული პუნქტი იყოფა ქალაქისა და სოფლის დასახლებულ პუნქტებად

ქალაქის დასახლებულ პუნქტებს მიეკუთვნება რესპუბლიკური დაქვემდებარების (საქართველოს, ავტონომიური რესპუბლიკის) რაიონული დაქვემდებარების ქალაქები და ქალაქის ტიპის დაბები, სოფლისას სოფლები მათი ადმინისტრაციული დაქვემდებარების მიუხედავად.

7. დასახლებულ პუნქტებს რაიონული დაქვემდებარების ქალაქებისა და ქალაქის ტიპის დაბების კატეგორიას მიაკუთვნებს, მათ საზღვრებს ადგენს და ცვლის, სოფლის დასახლებულ პუნქტებს ქმნის და აუქმებს და მათ დაქვემდებარებას ადგენს და ცვლის საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი რესპუბლიკის მთავრობის წარდგინებით, შესაბამისი რაიონის საკრებულოსა და პრეფექტის ერთობლივი შუამდგომლობით.
8.
აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დასახლებულ პუნქტებს ავტონომიური რესპუბლიკის და რაიონული დაქვემდებარების ქალაქების, ქალაქის ტიპის დაბების კატეგორიას მიაკუთვნებენ, ქალაქებისა და ქალაქის ტიპის დაბების საზღვრებს ადგენენ და ცვლიან, სოფლის დასახლებულ პუნქტებს ქმნიან, აუქმებენ და მათ დაქვემდებარებას ადგენენ და ცვლიან აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოების პრეზიდიუმები ამ ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების წარდგინებით და შესაბამისი რაიონის, ქალაქის (ავტონომიური რესპუბლიკის დაქვემდებარების ქალაქების) საკრებულოსა და პრეფექტის ერთობლივი შუამდგომლობით, რასაც შემდგომ ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი.

9. საქართველოს რესპუბლიკის დაქვემდებარების ქალაქების კატეგორიას შეიძლება მიეკუთვნოს ქალაქები, რომლებიც ყველაზე მსხვილ ეკონომიკურ, კულტურულ და ადმინისტრაციულ ცენტრებს წარმოადგენენ და რომელთა მოსახლეობის რიცხვი 40 ათასს აღემატება, თუ ამ ქალაქების შემდგომი ეკონომიკური და სოციალური განვითრებისათვის მიზანშეწონილია, რომ მათ უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ რესპუბლიკური ორგანოები.

ცალკეულ შემთხვევებში რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქების კატეგორიას შეიძლება მიეკუთვნოს ქალაქები, რომელთა მოსახლეობის რიცხვი 40 ათასზე ნაკლებია, თუ ისინი ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრებს წარმოადგენენ. აქვთ სტრატეგიული მნიშვნელობა და შემდგომი ეკონომიკური განვითარების და მოსახლეობის რიცხვის ზრდის უახლოესი პერსპექტივა.

10. ავტონომიური რესპუბლიკების დაქვემდებარების ქალაქების კატეგორიას შეიძლება მიეკუთვნოს ქალაქები, რომლებიც ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრებს წარმოადგენენ და აქვთ განვითარებული მრეწველობა, კომუნალური მეურნეობა, მნიშვნელოვანი სახელმწიფო საბინაო ფონდი, რომელთა მოსახლეობის რიცხვი 30 ათასს აღემატება, თუ ამ ქალაქების შემდგომი ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის მიზანშეწონილია, რომ მათ უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები

ცალკეულ შემთხვევებში ავტონომიური რესპუბლიკის დაქვემდებარების ქალაქების კატეგორიას შეიძლება მიეკუთვნოს ქალაქები, რომელთა მოსახლეობა 30 ათასზე ნაკლებია, თუ ისინი ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრებს წარმოადგენენ, აქვთ სტრატეგიული მნიშვნელობა და შემდგომი ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის რიცხვის ზრდის უახლოესი პერსპექტივა.

11. რაიონული დაქვემდებარების ქალაქების კატეგორიას შეიძლება მიეკუთვნოს ქალაქის ტიპის დაბები და სოფლის დასახლებული პუნქტები, რომელთაც აქვთ სამრეწველო საწარმოები, კომუნალური მეურნეობა, სახელმწიფო საბინაო ფონდი, სამკურნალო, სოციალურ-კულტურულ დაწესებულებათა, სავაჭრო, საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოთა განვითარებული ქსელი, და მათი მოსახლეობის რიცხვი სულ ცოტა 5 ათასს შეადგენს, რომელთა ორ მესამედზე მეტი მუშა-მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები არიან.

ცალკეულ შემთხვევებში  რაიონული დაქვემდებარების ქალაქების კატეგორიას შეიძლება მიეკუთვნოს დასახლებული პუნქტები, რომელთა მოსახლეობის რიცხვი 5 ათასზე ნაკლებია, თუ ისინი რაიონების ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრებს წარმოადგენენ. აქვთ სტრატეგიული მნიშვნელობა და შემდგომი ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის რიცხვის ზრდის უახლოესი პერსპექტივა.

12. ქალაქის ტიპის დაბების კატეგორიას შეიძლება მიეკუთვნოს სამრეწველო საწარმოებთან, მშენებლობებთან, სარკინიგზო კვანძებსა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობებთან განლაგებული დასახლებული პუნქტები, აგრეთვე დასახლებული პუნქტები, რომელთა ტერიტორიაზე განლაგებულია სანატორიუმები და სხვა სამკურნალო და გამაჯანსაღებელი დაწესებულებები, თუ ამ დასახლებულ პუნქტებს აქვთ სახელმწიფო საბინაო ფონდი და მიაღწიეს კეთილმოწყობის გარკვეულ დონეს, მათი მოსახლეობის რიცხვი სულ ცოტა 2 ათასი კაცია, რომელთა ორ მესამედზე მეტი მუშა-მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები არიან.

ცალკეულ შემთხვევებში ქალაქის ტიპის დაბების კატეგორიას შეიძლება მიეკუთვნოს დასახლებული პუნქტები, რომელთა მოსახლეობის რიცხვი 2 ათასზე ნაკლებია, თუ მათ აქვთ შემდგომი ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის რიცხვის ზრდის უახლოესი პერსპექტივა.

III. ადმინისტრაციულ - ტერიტორიული ერთეულებისა და დასახლებული პუნქტებისათვის სახელის დარქმევა და გადარქმევა

13. რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქებს, რაიონებს სახელს არქმევს და გადაარქმევს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, ხოლო რაიონული დაქვემდებარების ქალაქებს, ქალაქის რაიონებს, ქალაქის ტიპის დაბებს, თემებსა და სოფლებს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს რესპუბლიკური დაქვემდებარების რაიონისა და ქალაქის საკრებულოს და პრეფექტის ერთობლივი შუამდგომლობით

14. აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რაიონებსა და ქალაქებს, ქალაქის ტიპის დაბებს. თემებს, სოფლებს სახელს დაარქმევენ და გადაარქმევენ ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი საბჭოების შესაბამისი რაიონისა და ქალაქის საკრებულოს და პრეფექტის ერთობლივი წარდგინებით, რასაც შემდგომ ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი.

15. ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს და დასახლებულ პუნქტებს სახელს დაარქმევენ და გადაარქმევენ საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესების, აგრეთვე გეოგრაფიული, ისტორიული, ეროვნული, საყოფაცხოვრებო და სხვა ადგილობრივი პირობების. მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით. ამასთან, აღნიშნულ საკითხებზე შუამდგომლობის აღძვრა და წარდგინების შეტანა შეიძლება, როდესაც არსებობს შესაბამისი ქვემდგომი საკრებულოების გადაწყვეტილებანი ან პრეფექტის შუამდგომლობა.

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის სახელის დარქმეისა და გადარქმევის საკითხებზე წარდგინებას განიხილავს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ან საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ყოველ ცალკეულ შემთხვევაში პრეზიდიუმთან არსებული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და დასახლებული პუნქტების სახელწოდებათა საკითხების კომისიის დასკვნის მიღების შემდეგ.

16. სახელის დარქმევისა და გადარქმევის დროს არ დაიშვება რაიონების, ქალაქების, ქალაქის რაიონების, ქალაქის ტიპის დაბებისათვის რესპუბლიკაში უკვე არსებული სახელის მიკუთვნება, ხოლო თემებისა და სოფლის დასახლებული პუნქტებისათვის რაიონში არსებულისა.

17. იმ დასახლებულ პუნქტებს. სადაც განლაგებულია ფოსტა-ტელეგრაფის დაწესებულებები ან რკინიგზის სადგურები, სახელს დაარქმევენ და გადაარქმევენ შესაბამისად რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს ან ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოსათვის წინასწარი შეტყობინების შემდეგ.

აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოების პრეზიდიუმები, ხოლო რაიონებსა და რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქებში რაიონისა და ქალაქის საკრებულოები, ვიდრე საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს ან საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს წარუდგენენ შუამდგომლობებს იმ დასახლებული პუნქტებისათვის სახელის გადარქმევის შესახებ, სადაც განლაგებულია ფოსტა-ტელეგრაფის დაწესებულებები და რკინიგზის სადგურები, სახელის გადარქმევას შეუთანხმებენ საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროსა და ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს.

18. რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებულ სახელმწიფო საწარმოებს, რკინიგზის სადგურებს, საზღვაო ნავსადგურებს, აეროპორტებს, დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, სხვა ობიექტებს, ფიზიკურ-გეოგრაფიულ ობიექტებს, აგრეთვე ქალაქის, სოფლის, დაბის, თემის საკრებულოების დაქვემდებარებულ  ტერიტორიაზე არსებულ გამზირებს, ქუჩებს, შესახვევებს, მოედნებს, სკვერებს, ხიდებსა და სხვა ნაგებობებს სახელს დაარქმევენ და გადაარქმევენ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ დადგენილი წესით.

IV. ადმინისტრაციულ - ტერიტორიული ერთეულებისა და დასახლებული პუნქტების აღრიცხვა და რეგისტრაცია

19. ყველა დასახლებული პუნქტი, რომელთაც გააჩნიათ ტერიტორია და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობა, უნდა აღირიცხოს, გატარდეს რეგისტრაციაში და სახელი მიეკუთვნოს.

20. დროებითი მნიშვნელობის მქონე მცირე დასახლებანი, რომელთაც
არ ჰყავს მუდმივმცხოვრები მოსახლეობა, ან რომლებიც მეურნეობის რომელიმე დარგის სისტემის მომსახურებრივი მნიშვნელობის ობიექტებია (რკინიგზის სამსახურთა შენობები, მეტყევეთა, გზის ოსტატთა სახლები, საველე ბანაკები, მეტეოსადგურები, საზაფხულო დასასვენებელი სახლები და . .), არ წარმოადგენენ ცალკე დასახლებას და მიეკუთვნებიან იმ დასახლებულ პუნქტებს, რომლებთანაც ადმინისტრაციულად ან ტერიტორიულად არიან დაკავშირებული.

21. საქართველოს რესპუბლიკის ყველა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულსა და დასახლებულ პუნქტს აღრიცხავენ და გაუქმებულებს სააღრიცხვო მონაცემებიდან ამოიღებენ რაიონებისა და ქალაქების პრეფექტურა და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სამდივნო ან პრეზიდენტის შესაბამისი სამსახური.

ავტონომიური რესპუბლიკების დაქვემდებარების რაიონების (ქალაქების) საზღვრებში არსებულ დასახლებულ პუნქტებს აღრიცხავენ, ახლად წარმოქმნილს რეგისტრაციაში გაატარებენ, გაუქმებულს სააღრიცხვო მონაცემებიდან ამოიღებენ ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი საბჭოების პრეზიდიუმები, შესაბამისი რაიონის და ქალაქის პრეფექტურები.

22. სააღრიცხვო მონაცემებიდან ამოღებული უნდა იქნეს ის დასახლებული პუნქტები, საიდანაც წავიდნენ ან გადასახლდნენ მცხოვრებნი, აგრეთვე სხვა დასახლებულ პუნქტებთან ტერიტორიულად შეზრდილი დასახლებული პუნქტები.

V. ადმინისტრაციულ - ტერიტორიული მოწყობის საკითხების განსახილველად წარსადგენი დოკუმენტებისა და მასალების ნუსხა . ცნობების გამოქვეყნება ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ მოწყობაში ცვლილებების შესახებ

23. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და დასახლებული პუნქტებისათვის სახელის დარქმევისა და გადარქმევის საკითხებზე შუამდგომლობებთან ერთად წარდგენილ უნდა იქნეს აგრეთვე დოკუმენტები და საცნობარო მასალები თანდართული ნუსხის შესაბამისად.

24. აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი
საბჭოების და მათი პრეზიდიუმების გადაწყვეტილებანი ამ წესის მე-3, მე-5,
მე-8, მე-10 და მე-14 მუხლებში მითითებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის საკითხებზე ძალაში შედისსაქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებებშიმათი გამოქვეყნების შემდეგ.

 

საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ - ტერიტორიული

მოწყობის საკითხების გადაწყვეტის წესის დანართი


ადმინისტრაციულ - ტერიტორიული დაყოფის , რაიონების , ქალაქების , ქალაქის ტიპის დაბების , თემებისა და სოფლებისათვის სახელის დარქმევისა და გადარქმევის საკითხებზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა ან პრეზიდენტისათვის წარსადგენი დოკუმენტებისა და საცნობარო მასალების

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და დასახლებული პუნქტებისათვის სახელის დარქმევისა და გადარქმევის საკითხებზე აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოების გადაწყვეტილებებს, რაიონისა და ქალაქის საკრებულოებისა და პრეფექტების ერთობლივ შუამდგომლობებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა ან პრეზიდენტისათვის წარდგენისას თან დაერთვის შემდეგი დოკუმენტები და საცნობარო მასალები:

ახალი რაიონის შექმნისას

1. აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი საბჭოების დადგენილებები, შესაბამისი ქალაქის საკრებულოს (ქალაქის რაიონის შექმნისას) და პრეფექტის ერთობლივი შუამდგომლობანი ახალი რაიონის შექმნის შესახებ.

2. შესაბამისი რაიონის საკრებულოსა და პრეფექტის ერთობლივი შუამდგომლობა დასაწვრილერთეულებელი რაიონის დაწვრილერთეულების შესახებ.

3. ახსნა-განმარტებითი ბარათი, რომელშიც დასაბუთებულია ახალი რაიონის შექმნის საჭიროება და მოცემულია დასაწვრილერთეულებელი და ახლად შესაქმნელი რაიონების დახასიათება.

დახასიათებაში უნდა აღინიშნოს :

) ტერიტორიის (მათ შორის სახნავი მიწის) ფართობი, მოსახლეობის რიცხვი, ქალაქების, ქალაქის ტიპის დაბების, თემების, სოფლების რაოდენობა; კოლმეურნეობების, სახელმწიფო მეურნეობების, სამრეწველო საწარმოების, სამშენებლო და სატრანსპორტო ორგანიზაციების და მათი განვითარების პერსპექტივები. მათ მიერ წარმოებული პროდუქციის მოცულობა; სოციალურ კულტურული დაწესებულებების, სავაჭრო, საზოგადოებრივი კვების, მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოების რაოდენობა და ..;

) ახლად შესაქმნელი რაიონის სავარაუდო ბიუჯეტი;

) მანძილი დასაწვრილერთეულებელი და ახლად შესაქმნელი რაიონების ცენტრებიდან თემების ცენტრებამდე;

) ის დასახლებული პუნქტი, სადაც ნავარაუდევია ახალი რაიონის ცენტრის განლაგება, მისი ადგილმდებარეობა,   მოსახლეობის რიცხვი, სამრეწველო საწარმოების, სოციალურ-კულტურული
და საყოფაცხოვრებო დანიშნულების დაწესებულებათა ნუსხა; არის თუ არა რაიონული ორგანიზაციების მოსათავსებელი შენობები, რა მდგომარეობაშია მიმოსვლის გზები, კავშირგაბმულობის საშუალებანი, რა მანძილია რაიონული ცენტრიდან მისი ადმინისტრაციული დაქვემდებარების თემებამდე, უახლოესი რკინიგზის სადგურის სახელწოდება და მანძილი ამ სადგურამდე;

) ახლად შესაქმნელი რაიონის სახელწოდება და მისი დასაბუთება;

ვ) ახლად შესაქმნელი რაიონის მოსახლეობის მიერ დასაწვრილერთეულებელი რაიონის საკრებულოში არჩეულ დეპუტატთა რაოდენობა;

) ახლად შესაქმნელ რაიონში ხელისუფლების ორგანოს შექმნის წესი.

4. დასაწვრილერთეულებელი რაიონის სქემატური რუკა, რომელზეც აღნიშნულია ქალაქები, შესაქმნელი რაიონის დაქვემდებარებაში მყოფი თემები, არსებული და ახლად შექმნილი რაიონებისა და მათი ცენტრების მიმოსვლის გზები, საზღვრები.
რაიონის გაუქმებისას

1. აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოების დადგენილებები, შესაბამისი ქალაქის საკრებულოს და პრეფექტის შუამდგომლობანი რაიონის გაუქმების შესახებ.

2. გასაუქმებელი რაიონის საკრებულოს და პრეფექტის ერთობლივი გადაწყვეტილება მისი გაუქმების თაობაზე.

3. ახსნა-განმარტებითი ბარათი, რომელშიც დასაბუთებულია რაიონის გაუქმების საჭიროება და მოცემულია გასაუქმებელი და გასამსხვილებელი რაიონების დახასიათება.

დახასიათებაში უნდა აღინიშნოს:

) ტერიტორიის (მათ შორის სახნავი მიწის) ფართობი, მოსახლეობის რიცხვი, ქალაქების, ქალაქის ტიპის დაბების, თემების, სოფლების, კოლმეურნეობების, სახელმწიფო მეურნეობების, სამრეწველო საწარმოების, სამშენებლო, სატრანსპორტო ორგანიზაციების რაოდენობა და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის მოცულობა; სოციალურ-კულტურული დაწესებულებების, სავაჭრო, საზოგადოებრივი კვების, მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოების რაოდენობა და . .;

) გასამსხვილებელი რაიონის სავარაუდო ბიუჯეტი;

) მანძილი გასაუქმებელი და გასამსხვილებელი რაიონების ცენტრებიდან თემების ცენტრებამდე

) გასაუქმებელი და გასამსხვილებელი რაიონების საკრებულოების დეპუტატთა რიცხვი.

4. გასამსხვილებელი რაიონის სქემატური რუკა, რომელზეც აღნიშნულია მისი არსებული და სავარაუდო საზღვრები, აგრეთვე ქალაქები, ქალაქის ტიპის დაბები, თემები და სოფლები, რაიონის ტერიტორიაზე მიმოსვლის გზები.

რაიონის ადმინისტრაციული ცენტრის გადატანისას

1. აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი
საბჭოების გადაწყვეტილებანი, შესაბამისი რაიონის საკრებულოსა და პრეფექტის ერთობლივი შუამდგომლობა რაიონის ადმინისტრაციული ცენტრის
გადატანის შესახებ.

2. ახსნა-განმარტებითი ბარათი, რომელშიც დასაბუთებულია რაიონის ცენტრის გადატანის საჭიროება და მოცემულია იმ დასახლებული პუნქტის დახასიათება, სადაც ნავარაუდევია რაიონის ცენტრის გადატანა.

დახასიათებაში უნდა აღინიშნოს დასახლებული პუნქტის ადგილმდებარეობა, მოსახლეობის რიცხვი, არის თუ არა სამრეწველო საწარმოები, ციალურ- კულტურული დაწესებულებები, სავაჭრო, საზოგადოებრივი კვებისა და მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოები; მათი განვითარების პერსპექტივები; არის თუ არა საკრებულოსა და პრეფექტურის განყოფილებების, სამმართველოების, აგრეთვე რაიონული ორგანიზაციების მოსათავსებელი შენობები;

არის თუ არა და რა მდგომარეობაშია სავარაუდო რაიონულ ცენტრთან მიმოსვლის გზები და კავშირგაბმულობის საშუალებანი; მანძილი რკინიგზის სადგურამდე.

3. რაიონის სქემატური რუკა, რომელზეც აღნიშნულია რაიონის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ქალაქებისა და თემების ცენტრები.

ახალი თემის ან სოფლის შექმნისას

1. აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოების გადაწყვეტილებანი, შესაბამისი რაიონის (ქალაქის) საკრებულოსა და პრეფექტის ერთობლივი შუამდგომლობა ახალი თემის შექმნის შესახებ.

2. დასაწვრილერთეულებელი თემის საკრებულოს შუამდგომლობა მისი დაწვრილერთეულების შესახებ, რომელიც დამტკიცებულია ამ საკრებულოს სხდომაზე.

3. ახსნა-განმარტებითი ბარათი, რომელშიც დასაბუთებულია ახალი თემის ან სოფლის შექმნის საჭიროება და მოცემულია დასაწვრილერთეულებელი და ახლად შესაქმნელი თემის ან სოფლის დახასიათება.

დახასიათებაში უნდა აღინიშნოს:

) ტერიტორიის (მათ შორის სახნავი მიწის) ფართობი, მოსახლეობის რიცხვი, კოლმეურნეობების, სახელმწიფო მეურნეობების რაოდენობა და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის მოცულობა, სოციალურ-კულტურული დაწესებულებების, სავაჭრო, საზოგადოებრივი კვების, მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოების რაოდენობა და . .;

) შესაქმნელი თემის ან სოფლის სავარაუდო ბიუჯეტი;

) დასახლებული პუნქტების ნუსხა და მანძილი ამ პუნქტებიდან არსებული და ახლად შესაქმნელი თემის ცენტრამდე:

) არის თუ არა ახლად შექმნილი თემის ან სოფლის საკრებულოს გამგეობის მოსათავსებელი შენობები;

) დასაწვრილერთეულებელი თემის საკრებულოში არჩეულ დეპუტატთა საერთო რაოდენობა და ცალკე ახლად შესაქმნელი თემის ან სოფლის მოსახლეობის მიერ ამ საკრებულოში არჩეულ დეპუტატთა რიცხვი;

) ახლად შესაქმნელი თემის ან სოფლის სახელწოდება და მისი დასაბუთება;

) ახლად შესაქმნელ თემში ან სოფელში ხელისუფლების ორგანოს შექმნის წესი.

4. სქემატური რუკა, რომელზეც აღნიშნულია დასაწვრილერთეულებელი და ახლად შესაქმნელი თემების, მათი ცენტრების, დასახლებული პუნქტების საზღვრები, კოლმეურნეობები, სახელმწიფო მეურნეობები, მიმოსვლის გზები.

თემის ან სოფლის გაუქმებისას

1. აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოების გადაწყვეტილებანი, შესაბამისი რაიონის (ქალაქის) საკრებულოსა და პრეფექტის ერთობლივი შუამდგომლობა თემის ან სოფლის გაუქმების შესახებ.

2. გასაუქმებელი თემის ან სოფლის საკრებულოს გადაწყვეტილება თემის ან სოფლის გაუქმების შესახებ.

3. ახსნა-განმარტებითი ბარათი, რომელშიც დასაბუთებულია თემის ან სოფლის გაუქმების საჭიროება და მოცემულია გასაუქმებელი და გასამსხვილებელი თემის დახასიათება.

დახასიათებაში უნდა აღინიშნოს:

) ტერიტორიის (მათ შორის სახნავი მიწის) ფართობი, მოსახლეობის რიცხვი, კოლმეურნეობების, სახელმწიფო მეურნეობების რაოდენობა და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის მოცულობა, სოციალურ-კულტურული დაწესებულებების, სავაჭრო, საზოგადოებრივი კვების, მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოების რაოდენობა და . .;

) გასამსხვილებელი თემის სავარაუდო ბიუჯეტი;

) დასახლებული პუნქტების ნუსხა და მანძილი ამ პუნქტებიდან გასაუქმებელი და გასამსხვილებელი თემის ცენტრამდე;

) გასაუქმებელი და გასამსხვილებელი თემის საკრებულოების დეპუტატთა რაოდენობა

4. გასამსხვილებელი თემის სქემატური რუკა, რომელზეც აღნიშნულია მისი არსებული და სავარაუდო საზღვრები, აგრეთვე დასახლებული პუნქტები, კოლმეურნეობები, სახელმწიფო მეურნეობები და მიმოსვლის გზები.

დასახლებული პუნქტების რაიონული და რესპუბლიკური ( ავტონომიური რესპუბლიკის ) დაქვემდებარების ქალაქთა კატეგორიისათვის მიკუთვნებისას

1. აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოების დადგენილებები, შესაბამისი რაიონის, ქალაქის (საქართველოს)
რესპუბლიკის დაქვემდებარების ქალაქის) საკრებულოების გადაწყვეტილებები დასახლებული პუნქტის რაიონული, რესპუბლიკური (ავტონომიური რესპუბლიკის) დაქვემდებარების ქალაქების კატეგორიისათვის მიკუთვნების შესახებ.

2. ახსნა-განმარტებითი ბარათი, რომელშიც დასაბუთებულია დასახლებული პუნქტის გარდაქმნის საჭიროება და მოცემულია მისი დახასიათება.

დახასიათებაში უნდა აღინიშნოს:

) გარდასაქმნელი დასახლებული პუნქტის გეოგრაფიული მდებარეობა, უახლოესი რკინიგზის სადგურის სახელწოდება და მანძილი ამ სადგურამდე;

) გარდასაქმნელი დასახლებული პუნქტის მოსახლეობის საერთო რიცხვი და ცალკე მუშა-მოსამსახურეთა რაოდენობა;

) სამრეწველო საწარმოთა ნუსხა, მათი საქვეუწყებობა და თითოეული მათგანის მუშა-მოსამსახურეთა რაოდენობა, სამრეწველო საწარმოთა განვითარების პერსპექტივები;

) დასახლებული პუნქტების კომუნალური მეურნეობისა და კეთილმოწყობის, საბინაო ფონდების რაოდენობა და მოცულობა (მიეთითოს ვის ეკუთვნის), სოციალურ-კულტურული დაწესებულებების, სავაჭრო, საზოგადოებრივი კვების, მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოების რაოდენობა;

) ახლად შესაქმნელი ქალაქის სავარაუდო ბიუჯეტი, პრეფექტურის, მისი განყოფილებებისა და სამმართველოების მუშაკთა შტატები და ხელფასის წლიური ფონდი. აპარატის შენახვის დამატებითი ხარჯების დაფარვის წყაროები; არის თუ არა სამმართველოების ახალი აპარატის მოსათავსებელი შენობები;

) გარდასაქმნელი დასახლებული პუნქტის მიწის ფართობი (აღინიშნოს ძირითადი მიწათმოსარგებლენი);

) გარდასაქმნელი დასახლებული პუნქტის სახელწოდება და მისი დასაბუთება;

) ქალაქის საკრებულოს დეპუტატთა რიცხვი, ახლადშესაქმნელ ქალაქში ხელისუფლების ორგანოს შექმნის წესი.

3. გარდასაქმნელი დასახლებული პუნქტის გეგმა მისი საზღვრის მითითებით და ქალაქის საზღვრის აღწერილობა.

დასახლებული პუნქტის ქალაქის ტიპის დაბის კატეგორიისათვის მიკუთვნებისას

1. აფხაზეთის ასსრ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოების, შესაბამისი რაიონის, ქალაქის (საქართველოს რესპუბლიკის დაქვემდებარების ქალაქის) საკრებულოების გადაწყვეტილებები დასახლებული პუნქტის ქალაქის ტიპის დაბის კატეგორიისათვის მიკუთვნების შესახებ.

2. ახსნა-განმარტებითი ბარათი, რომელშიც დასაბუთებულია დასახლებული პუნქტის გარდაქმნის საჭიროება და მოცემულია მისი დახასიათება.

დახასიათებაში უნდა აღინიშნოს:

) დასახლებული პუნქტის გეოგრაფიული მდებარეობა, უახლოესი რკინიგზის სადგურის სახელწოდება და მანძილი ამ სადგურამდე, მანძილი თემის ცენტრამდე, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს ეს დასახლებული პუნქტი;

) მოსახლეობის საერთო რიცხვი, მათ შორის ცალკე მუშა-მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრთა რიცხვი;

) სამრეწველო საწარმოების ნუსხა, მათი საქვეუწყებობა, სიმძლავრე. თითოეული მათგანის მუშა-მოსამსახურეთა რაოდენობა, სამრეწველო საწაროთა განვითარების პერსპექტივები, დასახლებული პუნქტის კომუნალური მეურნეობისა და კეთილმოწყობის, საბინაო ფონდების რაოდენობა და მოცულობა, ვის ეკუთვნის ფონდები; სოციალურ-კულტურული დაწესებულებების, სავაჭრო, საზოგადოებრივი კვების, მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოების რაოდენობა და .შ.;

) დასახლებული პუნქტის მიწის ფართობი, აღინიშნოს მიწათმოსარგებლენი (კოლმეურნეობები, სახელმწიფო მეურნეობები, დამხმარე მეურნეობები), სახმიწფონდი, სატყეო ფონდი, დაბის გეგმა, მისი საზღვარი;

) დაბის სავარაუდო ბიუჯეტი;

) არსებობს თუ არა დაბის საკრებულოს გამგეობის მოსათავსებელი შენობა, ქალაქის ტიპის დაბის სახელწოდება და მისი დასაბუთება;

) გარდასაქმნელი დასახლებული პუნქტის მოსახლეობის მიერ თემის საკრებულოში არჩეულ დეპუტატთა რიცხვი, ახლადშესაქმნელ ქალაქის ტიპის დაბაში ხელისუფლების ორგანოს შექმნის წესი.

ქალაქის საზღვრების დადგენა - გაფართოებისას

1. აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოების, შესაბამისი რაიონის, ქალაქის (საქართველოს რესპუბლიკის დაქვემდებარების ქალაქის) საკრებულოს გადაწყვეტილებების ქალაქის საზღვრის დადგენისა და გაფართოების შესახებ.

2. თემის საკრებულოს გადაწყვეტილება, რომლის ტერიტორიის ნაწილი მოქცეულია ქალაქის საზღვრებში.

3. ახსნა-განმარტებითი ბარათი, რომელშიც უნდა დასაბუთდეს ქალაქის საზღვრების დადგენისა და გაფართოების საჭიროება და აღინიშნოს:

) ქალაქის არსებული და სავარაუდო ტერიტორიის ფართობი;

) ქალაქის საზღვრებში მოქცეული დასახლებული პუნქტების ნუსხა თითოეული მათგანის მოსახლეობის რიცხვის მითითებით;

) ქალაქის საზღვრებში მოქცეული მიწის ფართობი მიწათმოსარგებლეთა მითითებით (კოლმეურნეობები, სახელმწიფო მეურნეობები, დამხმარე მეურნეობები, სახმიწფონდისა და სახტყეფონდის მიწები), ამ მიწების ქალაქის საზღვრებში გადაცემა.

4. ქალაქის გეგმა არსებული და სავარაუდო საზღვრების მითითებით და მის საზღვრებში მოქცეული მიწის ექსპლიკაცია.

5. ქალაქის დასაპროექტებელი საზღვრის აღწერილობა რესპუბლიკური (ავტონომიური რესპუბლიკის დაქვემდებარების ქალაქებისათვის).

რაიონების , ქალაქების , ქალაქის ტიპის დაბების , თემების , სოფლებისათვის სახელის დარქმევისა და გადარქმევისას

1. აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი
საბჭოების დადგენილებები, შესაბამისი რაიონის, ქალაქის (რესპუბლიკური
დაქვემდებარების ქალაქის) საკრებულოებისა და პრეფექტების ერთობლივი
შუამდგომლობანი.
2.
იმ რაიონის, ქალაქის, ქალაქის რაიონის, ქალაქის ტიპის დაბის, თემის საკრებულოების შუამდგომლობანი, რომელთაც სახელი უნდა გადაერქვათ.
3.
ახსნა-განმარტებითი ბარათი, რომელშიც დასაბუთებულია ქალაქის, რაიონის, ქალაქის რაიონის, ქალაქის ტიპის დაბის, თემის, სოფლისათვის სახელის დარქმევისა და გადარქმევის საჭიროება.

რაიონის საზღვრების შეცვლისას

1. შესაბამისი რაიონების საკრებულოებისა და პრეფექტების წინადადებები და დასკვნები, რომელთა საზღვრების შეცვლა სავარაუდოა

2. ცნობა, რომელშიც დასაბუთებულია გასათვალისწინებელი ცვლილებების მიზანშეწონილობა, მოცემულია რაიონების ეკონომიკური დახასიათება არსებულ და სავარაუდო საზღვრებში.

დახასიათებაში უნდა აღინიშნოს ტერიტორიის (მათ შორის სახნავი მიწის) ფართობი, მოსახლეობის რიცხვი, ქალაქების, ქალაქის ტიპის დაბების, თემების, სოფლების, კოლმეურნეობების, სახელმწიფო მეურნეობების, სამრეწველო საწარმოების რაოდენობა და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის მოცულობა, სოციალურ- კულტურული დაწესებულებების, სავაჭრო, საზოგადოებრივი კვების, მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოთა რაოდენობა და . ., აგრეთვე ერთი რაიონიდან მეორისათვის გადასაცემი ქალაქის, ქალაქის ტიპის დაბის, თემის, სოფლის ეკონომიკური მდგომარეობა, მათი მიმოსვლის გზები და კავშირგაბმულობის საშუალებანი, მანძილი რაიცენტრამდე და უახლოეს რკინიგზის სადგურამდე.

3. რაიონების სქემატური რუკა მათ არსებულ და სავარაუდო საზღვრებში, რომელზეც უნდა აღინიშნოს ქალაქები, ქალაქის ტიპის დაბები, თემები, სოფლები, მიმოსვლის გზები.

თემის ცენტრის გადატანისას

1. შესაბამისი რაიონის საკრებულოს და პრეფექტის შუამდგომლობა და თემის საკრებულოს გადაწყვეტილება ცენტრის გადატანის შესახებ.

2. ახსნა-განმარტებითი ბარათი, რომელშიც მოცემულია თემის არსებული და სავარაუდო ცენტრის დახასიათება, მითითებულია მანძილი ცენტრიდან თემის ტერიტორიაზე განლაგებულ დასახლებულ პუნქტებამდე.

3. თემის სქემატური რუკა, რომელზეც აღნიშნულია მისი არსებული და სავარაუდო ცენტრები.

თემის საზღვრების შეცვლისას

1. შესაბამისი რაიონის საკრებულოსა და პრეფექტის ერთობლივი შუამდგომლობა, იმ თემების საკრებულოთა შუამდგომლობანი, რომელთა შორის იცვლება საზღვრები.

2. ახსნა-განმარტებითი ბარათი, რომელშიც დასაბუთებულია გასათვალისწინებულ ცვლილებათა მიზანშეწონილობა და მოცემულია თემის ეკონომიკური დახასიათება არსებული და ახალ საზღვრებში, აგრეთვე გადასაცემი ტერიტორიების, დასახლებული პუნქტების ეკონომიკური დახასიათება, მანძილი თემის ცენტრამდე

ახლად შექმნილი დასახლებული პუნქტების რეგისტრაციისას

1. შესაბამისი რაიონის საკრებულოს და პრეფექტის ერთობლივი ახსნა-განმარტებითი ბარათი, რომელშიც უნდა აღინიშნოს დასახლებული პუნქტის ადგილმდებარეობა, მანძილი თემის ცენტრიდან რაიონის ცენტრამდე, უახლოეს რკინიგზის სადგურამდე;

რა ვითარებაში შეიქმნა, როდის და ვინ გამოყო ადგილი დასახლებული პუნქტისათვის, ვინ დაამტკიცა მისი განაშენიანების გეგმა; განვითარების პერსპექტივები, მოსახლეობის რიცხვი და მისი შემადგენლობა საქმიანობის იმ სახეობის მიხედვით, რომელიც ჭარბობს.

2. წინადადება დასახლებული პუნქტისათვის სახელის დარქმევისა და გადარქმევის შესახებ და მისი დასაბუთება.

3. თემის სქემატური რუკა, რომელზეც აღნიშნულია ახლად შექმნილი დასახლებული პუნქტი.

დასახლებული პუნქტის გაუქმებისას

1. შესაბამისი რაიონის, ქალაქის საკრებულოსა და პრეფექტის გადაწყვეტილება.

2. ახსნა-განმარტებითი ბარათი, რომელშიც დასაბუთებულია დასახლებული პუნქტის გაუქმების, გაუქმებული დასახლებული პუნქტის ტერიტორიის შესაბამისი ადგილობრივი საკრებულოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ შემადგენლობაში გადაცემის საჭიროება და მოცემულია ცნობები მოსახლეობის სამეურნეო, საყოფაცხოვრებო, სოციალურ-კულტურული ობიექტების შესახებ.

ახსნა-განმარტებით ბარათს ხელს აწერენ აფხაზეთის ასსრ, აჭარის ავტონომიურიესპუბლიკის უზენაესი საბჭოების თავმჯდომარეები, რაიონისა და ქალაქის (საქართველოს რესპუბლიკის დაქვემდებარების ქალაქის) პრეფექტები.

ქალაქების, ქალაქის ტიპის დაბების გეგმებსა და თემების რუკებს უნდა ჰქონდეს მასშტაბი და პირობითი ნიშნები.

გეგმებსა და რუკებს ხელს აწერს შესაბამისი რაიონის (ქალაქის) პრეფექტი; მათი

დამოწმება ხდება ბეჭდით.