„საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 4 თებერვლის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 4 თებერვლის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 280
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/08/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 360010010.22.033.017612
280
23/08/2022
ვებგვერდი, 23/08/2022
360010010.22.033.017612
„საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 4 თებერვლის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №280

2022 წლის 23 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 4 თებერვლის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 4 თებერვლის №24 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge,  04/02/2021, სარეგისტრაციო კოდი: 360010010.22.033.017435) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული ფორმით იხელმძღვანელონ ერთეულებმა როგორც ინდივიდუალური, ასევე, კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას/წარდგენისას.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესის შესახებ“ ინსტრუქციის (შემდგომში – ინსტრუქცია) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. სახელმწიფო სახსრების შესახებ სრული და ყოვლისმომცველი ინფორმაციის მისაღებად, სახელმწიფო ერთეულები ვალდებული არიან ანგარიშგებაში ასახონ როგორც საკუთარი სახელით ფლობილი აქტივები, აღებული ვალდებულებები, მიღებული შემოსავლები და გაწეული ხარჯები, ასევე, სახელმწიფოს სახელით ფლობილი აქტივები, აღებული ვალდებულებები, მიღებული შემოსავლები და გაწეული ხარჯები (ადმინისტრირებადი კატეგორიები).“.

3. ინსტრუქციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის:

ა)  „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მაკონტროლებელი ერთეული – ერთეული, რომელიც აკონტროლებს ერთ ან რამდენიმე  ერთეულს;

გ) კონტროლირებული ერთეული – ერთეული, რომელიც კონტროლირებულია მაკონტროლებელი ერთეულის მიერ;“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები:

„ი) ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგება –  კონტროლირებული ერთეულის მიერ მომზადებული ფინანსური ანგარიშგება, ასევე, იმ ერთეულის მიერ მომზადებული ფინანსური ანგარიშგება, რომელსაც არ გააჩნია კონტროლირებული ერთეულ(ებ)ი;

კ) კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება – ეკონომიკური ერთეულის მიერ მომზადებული ფინანსური ანგარიშგება, რომელშიც მაკონტროლებელი ერთეულის და მისი კონტროლირებული ერთეულ(ებ)ის აქტივები, ვალდებულებები, წმინდა აქტივები/კაპიტალი, შემოსავალი, ხარჯები და ფულადი სახსრების ნაკადები წარმოდგენილია როგორც ერთი ერთეულის.“.

4. ინსტრუქციის მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

„მუხლი 81. ფინანსური ანგარიშგებების წარდგენა

წინამდებარე ინსტრუქციის მიზნებისათვის, სახელმწიფო ერთეულებმა შესაბამისი ფინანსური ანგარიშგებები უნდა წარუდგინონ:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავმა დაწესებულებებმა, ასევე, მუნიციპალიტეტებმა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს – საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე;

ბ) ავტონომიური რესპუბლიკების მხარჯავმა დაწესებულებებმა, შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტს ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახაზინო სამსახურს – მათ მიერ დადგენილ ვადებში;

გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახაზინო სამსახურმა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს – საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე;

დ) სხვა ერთეულებმა – შესაბამის მაკონტროლებელ ერთეულებს – მათ მიერ დადგენილ ვადებში.“

5. ინსტრუქციის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სახელმწიფო ბიუჯეტის მაკონტროლებელი ერთეულების შესაბამისი ფინანსური ანგარიშგებების მონაცემების საფუძველზე, სახაზინო სამსახური ამზადებს სახელმწიფო ბიუჯეტის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებას, რომელიც საანგარიშგებო წლის მომდევნო წლის 1 ივლისამდე ქვეყნდება სახაზინო სამსახურის ვებგვერდზე www.treasury.ge.“.

6. ინსტრუქციის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ერთეულმა წმინდა აქტივების/კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგებაში უნდა წარადგინოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) წმინდა აქტივების/კაპიტალის საწყისი ნაშთის შესახებ;

ბ) წმინდა აქტივების/კაპიტალის გადაანგარიშებული ნაშთის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც მოიცავს სააღრიცხვო პოლიტიკის ცვლილებით, წინა პერიოდ(ებ)ის არსებითი შეცდომების გასწორებით, ერთჯერადი გადაფასების და სხვა ცვლილებების შედეგად გამოწვეულ კაპიტალის ზრდას/კლებას;

გ) საწესდებო კაპიტალის შესახებ, რომელიც მოიცავს კაპიტალში შენატანების და კაპიტალის ამოღების შესახებ მონაცემებს;

დ) რეზერვების შესახებ, რომელიც მოიცავს ინვესტირებულ ერთეულში გადაფასების ან კურსთაშორის სხვაობის შედეგად კაპიტალის ზრდის/კლების მონაცემებს;

ე) წმინდა აქტივების/კაპიტალის საბოლოო ნაშთის შესახებ.“.

7. ინსტრუქციის მე-17 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტს „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს  შემდეგი შინაარსის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები:

„ზ) აღწერილობები ერთჯერადი გადაფასების შედეგად კორექტირებების, რომლებიც გასწორდა რეტროსპექტული გადაანგარიშების შედეგად; ასევე, წინა საანგარიშგებო პერიოდის შესადარისი ინფორმაცია;

თ) აღწერილობები კორექტირებების კაპიტალის სხვა ცვლილებების შედეგად, რომლებიც გასწორდა რეტროსპექტული გადაანგარიშების შედეგად; ასევე, წინა საანგარიშგებო პერიოდის შესადარისი ინფორმაცია.“;

ბ) 25-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 251 პუნქტი:

„251. შენიშვნა 22 –  სახელმწიფოს სახელით ადმინისტრირებადი კატეგორიები – აისახება სახელმწიფოს სახელით ფლობილი აქტივები, აღებული ვალდებულებები, მიღებული შემოსავლები და გაწეული ხარჯები.“.

8. დანართი №1 და დანართი №2  ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი