„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 860
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 23/08/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/08/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 040150000.22.027.017350
860
23/08/2022
ვებგვერდი, 23/08/2022
040150000.22.027.017350
„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №860

2022 წლის 23 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/12/2019, სარეგისტრაციო კოდი: 040150000.22.027.016983) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 და მე-11 პუნქტები:

„10. სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებული პირისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე სხვა პირის (მოწმე, ექსპერტი და სხვ.) ვინაობა დაადგინოს დისტანციური იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფს კომპიუტერული ალგორითმით ვერიფიკაციის გზით ფიზიკური პირის სახისა და საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ბინადრობის მოწმობის მონაცემების სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზასთან შედარებას.

11. თუ დაინტერესებული პირის ვინაობა დისტანციური იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ვერ დადგინდა, სააგენტო განცხადებას არ დაარეგისტრირებს ან/და გარიგებაზე/სარეგისტრაციო დოკუმენტაციაზე ხელმოწერას არ დაამოწმებს.“.

2. ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 581 მუხლი:

„მუხლი 581. გარიგების დადების სპეციალური წესი

1. ხელმოწერის დამოწმებაზე უფლებამოსილი სააგენტოს თანამშრომლის თანდასწრებით, ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნილ გარიგებაზე მხარის ხელმოწერა შესაძლებელია არ აკმაყოფილებდეს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისათვის ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპისათვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს, თუ გარიგების დადება ხდება კომუნიკაციის დისტანციური ელექტრონული საშუალების გამოყენებით და უზრუნველყოფილია ხელმოწერის დამოწმებაზე უფლებამოსილი პირისა და გარიგების მხარეების პირდაპირი ვიზუალური კონტაქტი.

2. ხელმოწერის დამოწმებაზე უფლებამოსილი პირის მიერ გარიგების მხარეების იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება ხდება დისტანციური იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით.

3. ამ მუხლით დადგენილი წესით გარიგების დადება დასაშვებია, თუ გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმებაზე უფლებამოსილ პირთან არათანმყოფი პირი საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ბინადრობის მოწმობის მქონე პირია და მათი იდენტიფიცირება შესაძლებელია სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.

4. გარიგების შინაარსის გაცნობის შემდეგ მხარეებმა მკაფიოდ უნდა განაცხადონ, რომ გარიგება შეესაბამება მათ  ნებას და ხელს აწერენ მას ელექტრონულად. სააგენტოს უფლებამოსილი პირი გარიგების მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობას ამოწმებს დოკუმენტზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმით.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული წესებით გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმებისას მისი დამმოწმებელი ვალდებულია უზრუნველყოს გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმების პროცესის მიმდინარეობის ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდვა შესაბამისი ტექნიკური საშუალების გამოყენებით. ვიდეოჩანაწერი უნდა ასახავდეს გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმების სრულ მიმდინარეობას. ვიდეოჩანაწერის შენახვასა და სათანადოდ დაარქივებას უზრუნველყოფს ხელმოწერის დამმოწმებელი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება მოქმედებს 2022 წლის 1 სექტემბრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე