დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს პარლამენტის მუდმივი კომისიების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მე-14 მუხლის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | - |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 20/09/1994 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პარლამენტის უწყებები, 20, 30/09/1994 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/03/1996 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
„საქართველოს პარლამენტის მუდმივი კომისიების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მე-14 მუხლის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
„საქართველოს პარლამენტის მუდმივი კომისიების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. „მუხლი 14. კომისიის საკადრო უფლებამოსილება პარლამენტის მიერ ასარჩევ, დასანიშნ ან დასამტკიცებელ თანამდებობის პირთა კანდიდატურებს (სახელმწიფოს მეთაურის და პარლამენტის თანამდებობის პირთა გარდა) იხილავენ პარლამენტის შესაბამისი მუდმივი კომისიები და დასკვნას წარუდგენენ პარლამენტს. კომისიის უარყოფითი დასკვნა არ აჩერებს საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვას.
პარლამენტის თავმჯდომარის – სახელმწიფოს მეთაურის მიერ აღნიშნულ თანამდებობის პირთა დანიშვნის საკითხს იხილავს პარლამენტი ორი კვირის ვადაში, ხოლო საპარლამენტო არდადეგების პერიოდში – უახლოეს სხდომაზე“.
2. ეს კანონი ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე -
სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე.
საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე.
თბილისი, 1994 წლის 20 სექტემბერი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები