„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 17 დეკემბრის №100/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 95/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 19/08/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018203
95/ნ
19/08/2022
ვებგვერდი, 19/08/2022
430210000.22.022.018203
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 17 დეკემბრის №100/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №95/ნ

2022 წლის 19 აგვისტო

ქ. თბილისი

„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 17 დეკემბრის №100/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 17 დეკემბრის №100/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 20/12/2021, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.018100) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლის:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 49-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„1. საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:

ა) მე და საზოგადოება (ისწავლება III-IV კლასებში);

ბ) ჩვენი საქართველო (ისწავლება V-VI კლასებში);

გ) ისტორია (მოიცავს საგანს „ისტორია“ და ისწავლება VII-XII კლასებში და საგანს „საქართველოს ისტორია“ და ისწავლება X-XII კლასებში);

დ) გეოგრაფია (მოიცავს საქართველოს და მსოფლიოს გეოგრაფიას და ისწავლება VII-XII კლასებში);

ე) სამოქალაქო განათლება (მოიცავს საგან „მოქალაქეობას“ – VII-XII კლასები და სავალდებულო პროექტებით სწავლება – X-XII კლასები);

ვ) ჭადრაკი (ისწავლება I კლასში).“.

2. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. 50-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:

ა) ბუნებისმეტყველება (ისწავლება I-VI კლასებში);

ბ) ბიოლოგია (ისწავლება VII-XII კლასებში);

გ) ფიზიკა (ისწავლება VII-XII კლასებში);

დ) ქიმია (ისწავლებაVIII-XII კლასებში);

ე) ჭადრაკი (ისწავლება I კლასში).“;

3. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. 52-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

,,1. ესთეტიკური აღზრდის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:

ა) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (მოიცავს სავალდებულო საგანს სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში I-IX კლასებში და სავალდებულო პროექტებით სწავლებას X ან XI კლასში);

ბ) მუსიკა (მოიცავს სავალდებულო საგანს მუსიკაში I-IX კლასებში და სავალდებულო პროექტებით სწავლებას X ან XI კლასში);

გ) ჭადრაკი (ისწავლება I კლასში);“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი