დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მინისტრის 2002 წლის 27 დეკემბრის №632 ბრძანების „შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის თანამშრომელთა ატესტაციის ჩარარებისა და საატესტაციო კომისიის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ №1 დანართში დამატების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 138 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/04/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 37, 29/04/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/01/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140.130.000.11.118.005.805 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.11.118.005.805
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №138
2003 წლის 17 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2002 წლის 27 დეკემბრის №632 ბრძანების „შსს პოლიციის თანამშრომელთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ № 1 დანართში დამატებების შეტანის შესახებ ვბრძანებ:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2002 წლის 27 დეკემბრის №632 ბრძანების „შსს პოლიციის თანამშრომელთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ თანდართულ №1 დანართს დაემატოს შემდეგი აბზაცები:
ნორმატიული აქტები
„საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი“
- შრომის დისციპლინა.
საქართველოს კანონი „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“
- სამსახურის ვადა სპეციალური წოდებების მისანიჭებლად;
- სპეციალური წოდების მინიჭება. სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;
- სპეციალური წოდების ჩამორთმევა.
საქართველოს კანონი „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“
საქართველოს კანონი „ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ“
საქართველოს კანონი„საგანგებო მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს კანონი
„საომარი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“
საერთაშორისო აქტები და კონვენციები:
„ადამიანის უფლებათა შესახებ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“;
„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენცია“
კანონქვემდებარე აქტები:
- საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №672 ბრძანებულება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების შესახებ“;
- საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულება „საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 1996 წლის 26 ნოემბრის №906 ბრძანება
-„საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების დისციპლინური წესდების შესახებ“.
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების დებულებები.
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. ბრძანება დაიგზავნოს კუთვნილებისამებრ.
კ. ნარჩემაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები