„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 17/08/2022
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 010240060.57.069.016184
36
17/08/2022
ვებგვერდი, 18/08/2022
010240060.57.069.016184
„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №36

2022 წლის 17 აგვისტო

ქ. თბილისი

 

 

„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 15.06.2017, 010240060.57.069.016110) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების №2 დანართი შეიცვალოს ამ ბრძანებას თანდართული დანართით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე



დანართი №2

 

იმ სამუშაოსა და მომსახურების CPV კოდები, რომელთა შესყიდვა შესაძლებელია პრეისკურანტის საფუძველზე

 

CPV  კოდი

CPV  კოდის   დასახელება

1

451000001

სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები

2

452000002

სამუშაოები მთლიანი ან ნაწილობრივი მშენებლობისათვის და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები

3

453000003

სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები

4

454000004

შენობის დასრულების სამუშაოები

5

45500000

სამშენებლო და სამოქალაქო მშენებლობის/ინჟინერიის მანქანა-დანადგარებისა და მათი ოპერატორების დაქირავება

6

50100000

სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები

7

50200000

თვითმფრინავების, რკინიგზის, საგზაო და საზღვაო მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მათთან დაკავშირებული მომსახურებები

8

50300000

პერსონალური კომპიუტერების, საოფისე აპარატურის, სატელეკომუნიკაციო და აუდიოვიზუალური მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მათთან დაკავშირებული მომსახურებები

9

50400000

სამედიცინო და ზუსტი საზომი აპარატურის შეკეთება და ტექნიკური მომსახურება

10

50500000

ტუმბოების, სარქველების, ონკანებისა და ლითონის კონტეინერების, ასევე, მანქანა-დანადგარების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება

11

50700000

შენობის მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება

12

51700000

ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების მონტაჟი

13

55500000

სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება

14

65100000

წყლის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები

15

66500000

სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები

16

79500000

ოფისის მუშაობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებები

17

85100000

ჯანდაცვის სამსახურის მომსახურებები

18

90400000

ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები

 



1 აღნიშნულ CPV კოდზე ელექტრონული ტენდერი შესაძლებელია ჩატარდეს პრეისკურანტის საფუძველზე მხოლოდ სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 აგვისტოს №1379 განკარგულების შესაბამისად.

2 აღნიშნულ CPV კოდზე ელექტრონული ტენდერი შესაძლებელია ჩატარდეს პრეისკურანტის საფუძველზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იგი ითვალისწინებს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის სამუშაოს, სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო სამუშაოს ან/და საავტომობილო გზების ან/და მასზე არსებული ხელოვნური ნაგებობების მიმდინარე ან/და პერიოდული შეკეთების სამუშაოს ან/და საავტომობილო გზებზე სასწრაფოდ განსახორციელებელ სარეაბილიტაციო სამუშაოს, რომელიც მოიცავს საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვას ან/და ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონასა და ისტორიული განაშენიანების რეგულირების ზონაში შესასრულებელ სამუშაოს, ან/და იმ შემთხვევაში, როდესაც იგი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 აპრილის №185 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვას.

3 აღნიშნულ CPV კოდზე ელექტრონული ტენდერი შესაძლებელია ჩატარდეს პრეისკურანტის საფუძველზე მხოლოდ სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 აგვისტოს №1379 განკარგულების შესაბამისად.

4 აღნიშნულ CPV კოდზე ელექტრონული ტენდერი შესაძლებელია ჩატარდეს პრეისკურანტის საფუძველზე მხოლოდ სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 აგვისტოს №1379 განკარგულების შესაბამისად.