“საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ”

  • Word
“საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
მიღების თარიღი 16/04/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 38, 30/04/2003
სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.11.115.005.798
  • Word
25
16/04/2003
სსმ, 38, 30/04/2003
310.150.000.11.115.005.798
“საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ”
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.11.115.005.798

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების

მინისტრის ბრძანება №25

2003 წლის  16 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ

კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის და საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 4 იანვრის №1 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. 2003 წ. 25 აპრილიდან დადგენილ და გაშვებულ იქნეს მიმოქცევაში, შემდეგი ნიმუშის საქართველოს საფოსტო მარკები:

1. პირველი ევროპელი” – 1 ბლოკი, ბლოკში 2 მარკა, თითოეული მარკის ნომინალი – 60 თეთრი; ბლოკის ტირაჟი – 50 ათს. ცალი; ზომები: ბლოკის 130 X 76 მმ, მარკების 50 X 29 მმ; ავტორები – გ. გუგუშვილი და ბ.ქობლიანიძე.

 

ბლოკი №27

 

2. მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში” – 1 ბლოკი, ბლოკში 1 მარკა, ნომინალი – 1 ლარი, ბლოკის ტირაჟი – 20 ათს. ცალი; ზომები: ბლოკის 82 X 105 მმ, მარკის 38 X 38 მმ; ავტორი – პ. ნაცვლიშვილი.

 

ბლოკი №28

 

3. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნების დღიდან.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი  ბ. დარჯანია